FM97.5 / LIVE

‘ცალკე გავიდეთ და დავილაპარაკოთ’– სხდომაზე დეპუტატი ახალციხის მერს დაუპირისპირდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.03.2019
დღეს, 26 მარტს, ახალციხის საკრებულოში ორი ავარიული შენობის დემონტაჟის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა.

‘ცალკე გავიდეთ და დავილაპარაკოთ’– სხდომაზე დეპუტატი ახალციხის მერს დაუპირისპირდა

ახალციხეში მიქუტიშვილის ქუჩაზე მდებარე მესამე საბავშვო ბაღის გვერდით ახალი ბაღი უნდა აშენდებს. ასპინძის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის მიმდებარედ კი საცურაო აუზი. ორივე დაგეგმილი პროექტის განსახორციელებელად ავარიული შენობების დემონტაჟია საჭირო. მესამე ბაღთანაც და სასპორტო სკოლასთანაც ძველი შენობებია განთავასებული, მშენებლობები კი სწორედ მათ ადგილზე უნდა განხორციელდეს.

შენობების დემონტაჟის საკითხი, დღეს ახალციხის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით, დეპუტატებს ცნობად უნდა მიეღოთ. თუმცა, სხდომის მიმდინარეობისას მერმა ზაზა მელიქიძემ დეპუტატებს დემონტაჟისთვის თანხმობის მიღება სთხოვა: „ინფორმაციის სახით კი არა, თანხმობა გვინდა, რომ შენობების დემონტაჟი მოვახდინოთ, დონორი შემოვიდეს და პროექტის განხორციელება დაიწყოს. ესენი საფრთხის შემცველი და უსახური შენობებია და არავითარი ღირებულება არ აქვთ".

„თუ თანხმობის მიღება გინდოდათ, თანხმობას შესაბამისი დოკუმენტები სჭირდებოდა, რაც არ ჰქონდა მერიას წარმოდგენილი და ამიტომ გავიტანეთ ეს საკითხი ინფორმაციის სახით“, – მიმართა მელიქიძეს საკრებულოს აპარატის უფროსმა თამარ აბულაძემ.

მას დაეთანხმა დეპუტატი ნოდარ ტალახაძე: „ამას სჭირდება აუდიტის დასკვნა, რომ ნამდვილად საჭიროებს შენობები დემონტაჟს, ასევე შესაბამისი დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველა თანხმობის მიცემით კანონს დავარღვევთ რაც არ შეიძლება“.

„აუდიტის მოწვევა და დოკუმენტების შეგროვება ხარჯებს მოითხოვს, ამიტომ ჯერ საკრებულომ მომცეს თანხმობა და აუდიტს მერე მოვიწვევ. დონორი არ იცდის და ვერ გავწელავთ დროში, უკან ხომარ გავაბრუნებთ თქვენი თანხმობის ლოდინში?!“ – ჰკითხა დეპუტატებს მერმა.

დეპუტატების ნაწილმა სხდომაზე განაცხადა, რომ თუ შენობების დემონტაჟისთვის თანხმობის საკითხი კენჭისყრაზე დადგებოდა, მას მხარს არ დაუჭერდნენ.

„ეს კანონდარღვევა იქნება, მე არ ვიქნები თანახმა ახლა ამ შენობების დემონტაჟზე“, – განაცხადა დეპუტატმა ამბარცუმ ბაბოიანმა, რომელიც კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეა.

ბაბოიანის რეპლიკამ მუნიციპალიტეტის მერს ააიპ სასპორტო სკოლის წესდებაში შესატანი ცვლილებები გაახსენა, რომელის თანახმადაც სკოლაში სპორტული კლუბები უნდა ჩამოყალიბდეს, ეს კლუბები კი მომავალში სხვადასხვა სპორტულ ფედერაციასთან ითანამშრომლებენ და დაფინანსებასაც მიიღებენ.

„ჯერ სასპორტო სკოლასთან დაკავშირებული ცვლილების საკითხის გამოტანასაც დღევანდელ სხდომაზე ველოდი, მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგში არაა“, – მიმართა ბაბოიანს მელიქიძემ.

თუმცა, დეპუტატმა მერი აღნიშნული საკითხის საკრებულოში შეტანისთვის აქეთ დაადანაშაულა: „დაგვიანებით შემოიტანეთ თქვენ და ახლა ჩვენსკენ იშვერთ ხელს რომ არ გამოვიტანეთ სხდომაზე განსახილველად. ჯერ კომისიის სხდომებზე უნდა მოხდეს განხილვა და მერე გამოვიტანთ საკრებულოზე“.

„ისევ თქვენ მოხვედით ცვლილებების ინიციატივით და ახლა წელავთ დროში. ნუ მიიღებთ! მაგრამ კაცმა რომ გკითხოთ, სპორტის განვითარებაზე ფიქრობთ“, – უპასუხა მელიქიძემ ბაბოიანს.

„რაზეც გითხარით სპორტის მხრივ ფული დაგემატებინათ ყველაფერზე უარი გვითხარით, მოსახლეობა ზარალდება, სპორტი გაჩერებულია და ახლა ამ ცვლილებაზე მოგინდათ დროული თანხმობა?! ცალკე გავიდეთ და დავილაპარაკოთ, ახლა ჩვენსკენ რომ იშვერთ მარტო ხელს“, – მიმართა მელიქიძეს ბაბოიანმა.

ცალკე სასაუბროდ არ გასულან, თუმცა, საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, მერმა და უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა დარბაზში კამათი კვლავ გააგრძელეს.

რაც შეეხება ორი შენობის დემონტაჟის საკითხს, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ განაცხად, რომ ამ თემას სამ დღეში მიუბრუნდებიან და მის განსახილველად რიგგარეშე სხდომას მოიწვევენ. მანამდე კი მერიიდან შესაბამის დოკუმენტებს მიიღებენ.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი იყო.

‘ცალკე გავიდეთ და დავილაპარაკოთ’– სხდომაზე დეპუტატი ახალციხის მერს დაუპირისპირდა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ახალციხის სასპორტო სკოლაში სპორტული კლუბები შეიქმნება
რატომ ჭიანურდება საცურაო აუზის მშენებლობა ახალციხეში
დეპუტატი თამარ გოგოლაძე ახალციხის მერიაში აუდიტის შესვლას ითხოვს
დეპუტატების გამოუცხადებლობის გამო, ახალციხის საკრებულოში სხდომა ჩაიშალა
ახალციხის მთავარ ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე გატანილი ‘უხერხული საკითხი’
არის თუ არა ლეგიტიმური ის სხდომა, რომელზეც ხელფასების მატება დაამტკიცეს