FM97.5 / LIVE

11 წლის ბიჭის თანაკლასელები პროტესტის ნიშნად სკოლაში არ მივიდნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.03.2019
დღეს, 25 მარტს, ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, იმ მეექვსეკლასელი ბიჭის თანაკლასელები, რომელიც მასწავლებელს და მოსაწვლეებს ბულინგში ადანაშაულებს, გაკვეთილებზე არ მივიდნენ. 14 თანაკლასელი 11 წლის ბიჭს უპირისპირდება.

11 წლის ბიჭის თანაკლასელები პროტესტის ნიშნად სკოლაში არ მივიდნენ

პროსტესტის ამ ფორმით გამოხატვის შესახებ 14–მა მშობელმა გადაწყვეტილება, ორი დღის წინ, 23 მარტს მიიღეს. ისინი კლასში იმ მასწავლებლის დაბრუნებას ითხოვენ, რომელსაც 11 წლის ბიჭის ბულინგში ადანაშაულებენ. ასევე, მათი მოთხოვნაა, რომ დამრიგებელმა კლასი დატოვოს: „ის მხოლოდ ამ ბიჭის მხარეს იჭერს, არადა მას სკოლაში არავინ აბულინგებს. არც მასწავლებელს დაუშავებია არაფერი და კლასში უნდა დაბრუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვებს სკოლაში არ გავუშვებთ“.

„მშობლები ულტიმატუმებით საუბრობენ. დღეს ბავშვები გაკვეთილებზე არ გამოცხადდნენ. არ ვაპირებ კლასის დატოვებას სანამ საქმეს არ გამოიძებენ“,–გვითხრა კლასის დამრიგებელმა.

სკოლაში შექმნილი ვითარების გამო, დღეს ახალციხეში მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები მოდიან. მათი ფსიქოლოგები კლასის ყველა მოსწავლეს შეხვდებიან. ამიტომ სკოლაში დღის მეორე ნახევარში ყველა ბავშვი უნდა გამოცხადდეს.

„მანდატურის სამსახურიდან ფსიქოლოგები ჩამოდიან და ბავშვებს უნდა გაესაუბრნონ“,–გვითხრა დამრიგებელმა.

ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, მეექვსე კლასელი ბიჭის ბებია და დედა, მასწავლებელსა და მოზარდის თანაკლასელებს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. ამ საქმეზე მასწავლებელს სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დარღვევა დაუდგინა და სახდელიც დააკსირა. მასწავლებელი ბავშვზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ მან კლასი დატოვა. ამის გამო. კლასში ყველა, 14–ვე ბავშვის მშობელი 11 წლის ბიჭს დაუპირისპირდა. დედები ირწმუნებიან, რომ ბავშვი და მისი ბებია ცრუობს, მოზარდი სკოლაში არავის დაუჩაგრავს და ყველაფერი მოგონილია.

11 წლის ბიჭის ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მან სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. როგორც მეექვსეკლასელი ბიჭის დედა ამბობს, ბავშვზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მოზარდს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა.

[sknews.ge]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.06.2019 ‘წყალსაც ვეხვეწებით, რომ წამოვიდეს’– სარწყავი წყლის პრობლემები რეგიონში [ვიდეო]

24.06.2019 სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება

24.06.2019 აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს

24.06.2019 გიორგი გახარიას მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

11 წლის ბიჭის საქმეზე მშობლებმა დამრიგებელს კლასი დაატოვებინეს
მანდატურის სამსახურმა 11 წლის ბიჭის საქმეზე ახალციხეში ფსიქოლოგები გამოგზავნა
11 წლის ბიჭის შესაძლო ბულინგის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს
შსს–მ 11 წლის ბიჭის მიმართ სკოლაში შესაძლო ძალადობაზე ძიება დაიწყო
მეორე კვირაა 11 წლის ბიჭი სკოლაში არ დადის, მისი კლასელები კი გაკვეთილებზე დაბრუნდნენ
11 წლის ბიჭი სკოლაში დაბრუნდა, მის კლასს კი ახალი დამრიგებელი ჰყავს
დედამ 11 წლის ბიჭის დიაგნოზი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სკოლასა შსს–ს წარუდგინა