FM97.5 / LIVE

11 წლის ბიჭის საქმე – მასწავლებელი ბებიას ცილისწამებისთვის პოლიციაში უჩივის

მთავარისიახლე, სამართალი 25.03.2019
ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, მეექვსე კლასელი ბიჭის ბებია მასწავლებელს შვილიშვილის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. მასწავლებელი ბავშვზე რაიმე ტიპის ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს და ბებიას ცილისწამებისთვის პოლიციაში უჩივის.

11 წლის ბიჭის საქმე – მასწავლებელი ბებიას ცილისწამებისთვის პოლიციაში უჩივის

მასწავლებელმა საჩივარი ახალციხის რაიონულ სამმართველოში შეიტანა.

„სპექტაკლებს დგამენ და ყველაფერი ტყუილია რასაც მაბრალებენ, ამიტომ შევიტანე განცხადება“, – ამბობს მასწავლებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მასწავლებლის განცხადება 11 წლის ბიჭის საქმეს დაერთო: „მეექვსეკლასელის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და მასწავლებლის საჩივარიც ამ საქმეს დაერთო“.

პოლიცია მეექვსე კლასელი ბიჭის მიმართ სკოლაში შესაძლო ძალადობის ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით იძიებს.

11 წლის ბიჭის ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მან სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. მასწავლებელს რომელსაც ბულინგში ადანაშაულებენ, სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დარღვევა უკვე დაუდგინა და სახდელიც დააკისრა. ამის შემდეგ, მან საკუთარი განცხადების საფუძველზე მეექვსე კლასი დატოვა, თუმცა, ირწმუნება, რომ ბიჭისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია: „ხშირად იგვიანებდა ხოლმე და შენიშვნებსაც ამის გამო ვაძლევდი. იმ დღესაც დილით დერეფანში შემხვდა. ვკითხე, რატომ იგვიანებ–თქო. მითრა, რატომ იტყუებით, თქვენც იგვიანებთო. მან მე შეურაცხყოფა მომაყენა. მეც ვიცოდი, რომ წინა დღეებში ჩხუბი მოუვიდა კლასელებთან და პოლიციაში დარეკა, ხოდა ვუპასუხე, თუ ვიტყუები და თავის დაცვა გინდა, წადი პოლიციაში დარეკე–მეთქი. ამის შემდეგ, მე ამ ბავშვისთვის არაფერი მითქვამს და არც ერთ გაკვეთილზე მსგავს თემაზე არ მილაპარაკია“.

მასწავლებელს მხარს უჭერს მეექვსე კლასის მოსწავლეების ყველა, 14–ვე მშობელი.

მეექვსეკლასელი ბიჭის დედა და ბებია ამბობს, რომ სკოლაში ბავშვზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მოზარდს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა.

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

11 წლის ბიჭის შესაძლო ბულინგის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს
შსს–მ 11 წლის ბიჭის მიმართ სკოლაში შესაძლო ძალადობაზე ძიება დაიწყო
დედამ 11 წლის ბიჭის დიაგნოზი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სკოლასა შსს–ს წარუდგინა
სკოლაში ბულინგის გამო 11 წლის ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა
11 წლის ბიჭის თანაკლასელები პროტესტის ნიშნად სკოლაში არ მივიდნენ
მანდატურის სამსახურმა 11 წლის ბიჭის საქმეზე ახალციხეში ფსიქოლოგები გამოგზავნა
11 წლის ბიჭის საქმეზე მშობლებმა დამრიგებელს კლასი დაატოვებინეს