FM97.5 / LIVE

სოციალური მუშაკები ახალციხში, ხვალიდან, 25 მარტიდან სამსახურში არ გამოცხადდებიან

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 24.03.2019
ხვალ, 25 მარტს, სოციალური მუშაკების გაფიცვას სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკებიც უერთდებიან. მათ შესაძლოა თბილისში წასვლა ვერ შეძლონ, თუმცა სამსახურში არ გამოცხადდებიან.

სოციალური მუშაკები ახალციხში, ხვალიდან, 25 მარტიდან სამსახურში არ გამოცხადდებიან

25 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების გაფიცვა იწყება. სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები უმძიმესი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისათვის ეფექტიანი და მყისიერი მომსახურებების შექმნას ითხოვენ.

„ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი გაფიცვაზე, შესაძალოა თბილისში ვერ წავიდეთ, თუმცა, სამსახურში არ გამოვცხადდებით“, – ამბობენ სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები.

დღეს, 24 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ სოციალურ მუშაკებზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ზეწოლა ხორციელდება იმისთვის, რომ ისინი ხვალ 25 მარტს, დაანონსებულ გაფიცვას არ შეუერთდნენ.

სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში დასამქებული სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ მათ მიმართ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში რვა სოციალური მუშაკი და ერთი უფროსი სოციალური მუშაკია. მათ შორის ახალციხესა და ასპინძაში – ორ–ორი, ბორჯომში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ადიგენში კი ერთ–ერთი სოციალური მუშაკია. მათ მუშაობა მძიმე პირობებში უხდებათ.

შეგახსენებთ, რომ სოციაულრმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის რვა თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა.

[sknews.ge]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

‘სამცხე–ჯავახეთში სამი სოციალური მუშაკი გაფიცვას არ შეუერთდა’– დავით გოგალაძე
25 მარტიდან სოციალური მუშაკები იფიცებიან
სამცხე–ჯავახეთში სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება
სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
‘რაღაც გაურკვევლობა მოხდა’– სამცხე–ჯავახეთში მომუშავე სოცმუშაკები სამსახურში დაბრუნდნენ
‘ხშირად ჩვენი ხარჯით გვიწევს ბენეფიციართან მისვლა’ – სოციალური მუშაკი ახალციხიდან
'სოციალურ მუშაკებს ხელფასები გაეზრდებათ' – თამარ ბარკალაია