FM97.5 / LIVE

'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 24.03.2019
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს. გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს.

'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს

ხმის მიცემა ელექტრონულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ვაშაძე ერთადერთი კანდიდატი იყო. ვაშაძეს ხმა 364-მა ადამიანმა მისცა, მოწინააღდეგე კი ერთი იყო.

პარტიის დამაარსებლის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება მოქნილი სტრუქტურა და ვაშაძის არჩევა სწორი გადაწყვეტილებაა.

"მე მაიძულეს, მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში, ჩვენი სხვა ლიდერები ციხეში არიან, დანარჩენები რეპრესიების და ზეწოლის ქვეშ...დიდი მადლობა იმისთვის, რომ საპატიო თავმჯდომარედ ხელახლა მირჩევს, მაგრამ პარტიას ჭირდება თავმჯდომარე, ჭირდება წარმომადენლობა, მითუმეტეს გია ვაშაძე", — განაცხადა სააკაშვილმა ყრილობაზე ვიდეოზარით ჩართვის დროს.

ამ დრომდე ნაციონალურ მოძრაობას პარტიის თავმჯდომარე არ ჰყავდა. მიხეილ სააკაშვილს პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. რაც შეეხება პარტიის პოლიტსაბჭოს, მისი თავმჯდომარე ნიკა მელიაა.

გრიგოლ ვაშაძე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. 2017 წლიდან კი ის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრია


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2020 ‘არც კარგი უნდა დაუკარგო და არც ცუდზე უნდა დაუხუჭო თვალი’ – ახალქალაქის მიტროპოლიტი ენზელ მკოიანზე

26.05.2020 ახალქალაქის მთაში ცხვარი დაიხოცა

26.05.2020 ვის აქვს ქორწინების რეგისტრაციაზე დასწრების უფლება – იუსტიციის მინისტრის ბრძანება

26.05.2020 დამოუკიდებლობოს დღესთან დაკავშირებით ახალციხის ციხეზე ანსამბლმა ‘მესხეთმა’იმღერა [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

„ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული თავმჯდომარე არ ეყოლება
გაერთიანებულ ოპოზიციას  ახალციხეში ჯერ მხოლოდ ენმ–ს წევრები ჰყავს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინა
მიხეილ სააკაშვილი 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის პოსტს ტოვებს
ენმ–ს ასპინძის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ენმ–ში დარჩა
გრიგოლ ვაშაძე ახალქალაქში ამომრჩევლებს  ხვდება
„ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს არ აირჩევს