FM97.5 / LIVE

შსს–მ 11 წლის ბიჭის მიმართ სკოლაში შესაძლო ძალადობაზე ძიება დაიწყო

მთავარისიახლე, სამართალი 24.03.2019
ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში მასწავლებლისა და მოსწავლეების მხრიდან მეექვსეკლასელი ბიჭის მიმართ შესაძლო ძალდობის ფაქტს ახალციხის რაიონული სამმართველო იძიებს.

შსს–მ 11 წლის ბიჭის მიმართ სკოლაში შესაძლო ძალადობაზე ძიება დაიწყო

11 წლის ბიჭი და დედა ახალციხის რაიონულ სამმართველოში, გუშინ, 23 მარტს, დღის მეორე ნახევარში დაკითხეს.

„ყველაფერს ყვება რა როგორ იყო თავიდან, მაგრამ როცა იქამდე მიდიან თუ რას ეუბნებოდნენ, რას უკეთებდნენ და როგორ ექცეოდნენ, ტირილი უტყდება და ლაპარაკი უჭირს“, – ამბობს დედა.

პოლიციამ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, მეექვსე კლასელი ბიჭის ბებია და დედა, მასწავლებელსა და მოზარდის თანაკლასელებს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. ამ საქმეზე მასწავლებელს სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დარღვევა დაუდგინა და სახდელიც დააკსირა. მასწავლებელი ბავშვზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ მან კლასი დატოვა. ამის გამო. კლასში ყველა, 14–ვე ბავშვის მშობელი 11 წლის ბიჭს დაუპირისპირდა. დედები ირწმუნებიან, რომ ბავშვი და მისი ბებია ცრუობს, მოზარდი სკოლაში არავის დაუჩაგრავს და ყველაფერი მოგონილია.

11 წლის ბიჭის ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მან სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. როგორც მეექვსეკლასელი ბიჭის დედა ამბობს, ბავშვზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მოზარდს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. გახდა თუ არა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი მართლაც სკოლაში განხორციელებული ზეწოლა, პოლიცია არკვევს. „სამხრეთის კარიბჭე“ კი ფსიქიატრის დასკვნას გაეცნო, სადაც დიაგნოზთან ერთად მკურნალობის კურსიც გაწერილია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.01.2020 ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მანდატურის სამსახურმა 11 წლის ბიჭის საქმეზე ახალციხეში ფსიქოლოგები გამოგზავნა
11 წლის ბიჭის შესაძლო ბულინგის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს
11 წლის ბიჭის თანაკლასელები პროტესტის ნიშნად სკოლაში არ მივიდნენ
11 წლის ბიჭის საქმეზე მშობლებმა დამრიგებელს კლასი დაატოვებინეს
მეორე კვირაა 11 წლის ბიჭი სკოლაში არ დადის, მისი კლასელები კი გაკვეთილებზე დაბრუნდნენ
11 წლის ბიჭი სკოლაში დაბრუნდა, მის კლასს კი ახალი დამრიგებელი ჰყავს
დედამ 11 წლის ბიჭის დიაგნოზი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სკოლასა შსს–ს წარუდგინა