FM97.5 / LIVE

’11 წლის ბავშვმა პოლიციაში რატომ უნდა დარეკოს’ – 14 მშობელი მეექვსეკლასელის წინააღმდეგ

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.03.2019
იმ 11 წლის ბიჭს, რომლის დედაც ამბობს, რომ ბავშვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები სკოლაში ბულინგის გამო შეექმნა, კლასის ყველა მშობელი უპირისპირდება. 14 მოსწავლის დედა აცხადებს, რომ ბიჭი სკოლაში არავის დაუჩაგრავს, ამიტომ იმ მასწავლებლის დაბრუნებას ითხოვენ, რომელსაც დისციპლინურმა კომიტეტმა 11 წლის ბიჭის საქმეზე დარღვევა უკვე დაუდგინა.

’11 წლის ბავშვმა პოლიციაში რატომ უნდა დარეკოს’ – 14 მშობელი მეექვსეკლასელის  წინააღმდეგ

ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, იმ მეექვსეკლასელ ბიჭს, რომელიც ამბობს, რომ მას მასწავლებელი და ორი თანაკლასელი პოლიციაში დარეკვის გამო აბულინგებდა, მშობლები ტყუილში ადანაშაულებენ. ამ კლასში სულ 15 ბავშვი სწავლობს, 14–მა მშობლემა კი იმის დასტურად, რომ ყველა ერთ აზრზეა და 11 წლის ბიჭი ტყუის, განცხადება დაწერა, ხელი მოაწერა და დირექტორთან შეიტანა. მშობლები წერილობით აცხადებენ, რომ ბავშვს არავინ აბულინგებს და მასწავლებელი კლასში უნდა დაბრუნდეს, სამაგიეროდ კი დამრიგებელი უნდა ჩამოშორდეს კლასს, იმის გამო რომ ის 11 წლის ბიჭს უჭერს მხარს.

„ყველაფერი ტუილია რასაც ამ ბიჭის ბებია და დედა ყვებიან. მათ შვილს არავინ არ აბულინგებს. ერთხელ მისცა მასწავლებელმა შენიშვნა მხოლოდ პოლიცაიში დარეკვის გამო და იმის მერე არაფერი უთქვამს. ბავშვებსაც ვკითხეთ ყველამ სახლში და არაფერი არ უთქვამს მასწავლებელსო, ამბობენ. იმ ერთი შენიშვნის გამო მოხდა ეს ყველაფერი?!“ – კითხულობენ მშობლები.

14–ვე აცხადებს, რომ მათი შვილები კლასიდან წასული მასწავლებლის დასაბრუნებლად ტირიან: „14 –ვე ბავშვი სახლში რომ მივიდა ტირილი დაიწყო, არ წავიდეს მასწავლებელიო. ჩემი შვილიც რომ მოვიდა და მითხრა, ჩვენი საყვარელი მასწავლებელი წავიდაო, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე“, – ამბობს ერთ–ერთი მშობელი.

იმ ორი ბიჭიდან ერთ–ერთის დედა, რომელსაც მეექვსკლასელი ბულინგში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ „ბავშვებს შორის 31 იანვარს კამათი უაზრობის გამო მოხდა, ამის მერეც ისეთი არაფერი ყოფილა, უბრალოდ ჩემი შვილი, ამ 11 წლის ბიჭის უკან ცეკვავდა, რასაც მერე შელაპარაკება მოჰყვა. სხვა დღეებში ეს ბიჭი არავის დაუბულინგებია. უკვე ამ ბავშვის ეშინიათ ჩვენ შვილებს, თუ რამეს ისე გაიგებს, მიდის ბებიამისს ეუბნება და მერე სკოლაში ერთი ამბავი ტყდება“.

„სამხრეთის კარიბჭე“ 14 მშობლიდან ცხრას ესაუბრა. ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ პოლიციაში დარეკვის გამო 11 წლის ბიჭი არავის გაუკიცხავს, თუმცა, თავადაც აცხადებენ, რომ ბავშვმა პოლიციაში არ უნდა დარეკოს და ეს ცუდი საქციელია: „რატომ უნდა დარეკოს 10 წლის ბიჭმა პოლიციაში?! უთხრას მასწავლებელს, მანდატურს, ეს საიდან მოიტანა?! ან მშობელს უნდა დაურეკოს. ჩვენ არ ვასწვლით ეგეთებს ჩვენს შვილებს".

მიუხედავად იმისა, რომ 11 წლის ბიჭის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ სამედიცინო დოკუმენტები დღეს, 23 მარტს, დედამ სკოლის დირექციასა და პოლიციას გადასცა, არცერთ მშობელს არ სჯერა, რომ ბავშვი მართლა ცუდადაა: „სანამ ის მასწავლებელი კლასს დატოვებდა, 11 წლის ბიჭი ჩვეულებრივ შედიოდა მის გაკვეთილებზე და მაღალ ქულებსაც იღებდა. საიდან მოიტანეს რომ რამე სჭირს ამ ბავშვს?! მშვენივრად თამაშობდა ბავშვებთან ამდენი ხანი. გარდა ამისა სახალისო ვიდეოებს წერდა და ერთ–ერთ საიტზე დება ხოლმე, თუ ცუდად იყო ამას როგორ აკეთებდა?! უბრალოდ მის ბებიას ის აღიზიანებს, რომ მთელი კლასის ბავშვები იმ მასწავლებელს მისტირიან და ამის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს ბავშვს“.

უფრო მეტიც, მშობლები აცხადებენ, რომ სკოლაში ყველაფერი პირიქითაა და 11 წლის ბიჭი თავად იყენებს ცუდ სიტყვებს თანაკლასელების, მით უფრო გოგონების მიმართ: „რომ ამბობს, ამ ბიჭის ბებია, ჩემ შვილიშვილს თქვენმა შვილებმა მესიჯებით ცუდი სიტყვები მიწერესო, ეგეთი სიტყვები ჩვენმა შვილბემა საერთოდ არ იციან".

მშობლები სკოლაში შექმნილ ვითარებაში დამრიგებელსაც ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ის მთელ კლასში მხოლოდ 11 წლის ბიჭის ინტერესებს იცავს: „დამრიგებელი გვინდა რომ წავიდეს და არაერთი განცხადება შევიტანეთ დირექტორთან ამის თაობაზე. ამ ბიჭმა რაც არ უნდა დააშავოს ის სულ მხარს უჭერს და ყველა ბავშვისაგან არჩევს“.

მშობლები ამბობენ, რომ ორშაბათიდან, 25 მარტიდან ისინი შვილებს სკოლაში არ გაუშვებენ თუ დამრიგებელი კლასს არ დატოვებს და სანაცვლოდ, კლასიდან წასული მასწავლებელი უკან არ დაბრუნდება.

კლასის დამრიგებელი მშობლების განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ კლასს მანამდე არ დატოვებს, ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა და ამ საქმეზე ძიება არ დასრულდება.

დირექტორი კი აცხადებს, რომ „ეს ყველაფერი დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს“.

მშობლებმა კი დღეს დისციპლინურ კომიტეტში მათი მოთხოვნა ახსნა–განმარტებებთან ერთად წერილობით დატოვეს.

ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, მეექვსე კლასელი ბიჭის ბებია და დედა, მასწავლებელსა და მოზარდის თანაკლასელებს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. ამ საქმეზე მასწავლებელს სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დარღვევა დაუდგინა და სახდელიც დააკსირა, რის შემდეგაც მან კლასი დატოვა. 14 მშობლის გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა.

11 წლის ბიჭის ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მან სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. როგორც მეექვსეკლასელი ბიჭის დედა ამბობს, ბავშვზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მოზარდს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. გახდა თუ არა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი მართლაც სკოლაში განხორციელებული ზეწოლა, პოლიცია არკვევს. „სამხრეთის კარიბჭე“ კი ფსიქიატრის დასკვნას გაეცნო, სადაც დიაგნოზთან ერთად მკურნალობის კურსიც გაწერილია.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

11 წლის ბიჭის საქმეზე მშობლებმა დამრიგებელს კლასი დაატოვებინეს
11 წლის ბიჭი სკოლაში დაბრუნდა, მის კლასს კი ახალი დამრიგებელი ჰყავს
11 წლის ბიჭის თანაკლასელები პროტესტის ნიშნად სკოლაში არ მივიდნენ
შსს–მ 11 წლის ბიჭის მიმართ სკოლაში შესაძლო ძალადობაზე ძიება დაიწყო
დედამ 11 წლის ბიჭის დიაგნოზი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სკოლასა შსს–ს წარუდგინა
11 წლის ბიჭის საქმე – მასწავლებელი ბებიას ცილისწამებისთვის პოლიციაში უჩივის
მანდატურის სამსახურმა 11 წლის ბიჭის საქმეზე ახალციხეში ფსიქოლოგები გამოგზავნა