FM97.5 / LIVE

სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 22.03.2019
2021 წლის ბოლომდე ყველა საჯარო სკოლაში უსაფრთხოების წესით დადგენილი სტანდარტები დაინერგება, რაც სასწავლებლებში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს.

სკოლებში  ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

რეფორმების ფარგლებში, 2018 წლის ზაფხულიდან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არასამთავრობო სექტორთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით დოკუმენტი - „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“ შეიმუშავა, რომელიც 2019 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში და რომლის საფუძველზე, 2021 წლის ბოლომდე, უკლებლივ ყველა საჯარო სკოლაში უსაფრთხოების წესით დადგენილი სტანდარტები დაინერგება.

ეს არის პირველი დოკუმენტი საგანმანათლებლო სისტემაში, რომელიც მთლიანად არის ორიენტირებული უსაფრთხოებასა და პრევენციაზე და მასში დეტალურად არის გაწერილი სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პრევენციისა და რეაგირების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები.

უსაფრთხოების წესის მიხედვით, თითოეულ სკოლაში ჩამოყალიბდება მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ერთგვარი საკონსულტაციო და მაკონტროლებელი ფუნქცია ექნება. ასევე, შეიქმნება ელექტრონული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესებში.

დოკუმენტი მკაფიოდ განსაზღვრავს მანდატურისა და უფლებამოსილი პირის მიერ უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერებისა და განცალკევების განხორციელების, ასევე, მანდატურის მიერ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის არადისტანციური დათვალიერებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ადმინისტრირების წესებს.

უსაფრთხოების წესის თანახმად, თითოეული სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვა.

ვიდეოსათვალთვალო სისტემის ყოველდღიურ გამოყენებას და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მანდატური, უფლებამოსილი პირი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაციის შენახვასა და კონფიდენციალურობის დაცვაზე. სასკოლო დროს, ვიდეო-მეთვალყურეობა განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში.

2020 წლის ბოლომდე, უკლებლივ ყველა საჯარო სკოლაში, უსაფრთხოების წესით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად დამონტაჟდება ვიდეოსათვალთვალო სისტემა და მთლიანად იქნება ათვისებული მომეტებული რისკის შემცველი ადგილები, რაც, თავისთავად, სკოლის მეტ დაცულობას უზრუნველყოფს.

[sknews.ge]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

განათლების რეფორმის ფარგლებში,'უსაფრთხო სკოლის' პროექტი დაინერგება
სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვებიან
განათლების სამინისტრომ სასკოლო ექსკურსიების რეგულაციები გაამკაცრა
მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი შემუშავდება – ცვლილებები განათლების სისტემაში
უსაფრთხოების ათი გაკვეთილი – საგანმანათლებლო პროგრამა მეხუთეკლასელებისთვის
გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი
ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების პოლიტიკის დოკუმენტი ამოქმედდა