FM97.5 / LIVE

ანდის სკოლიდან, სადაც წირვა–ლოცვა ტარდებოდა, ხატები გამოიტანეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.03.2019
მას შემდეგ რაც სოფელ ანდის სკოლაში მოწყობილი სამლოცველოს შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, დირექციამ შენობიდან ხატები და წირვა–ლოცვისთვის საჭირო ატრიბუტები გაიტანა. დირექტორი მანამდე სკოლაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ სასწავლებელში მიმდინარე მოვლენების შესახებ არაფერი იცოდა.

ანდის სკოლიდან, სადაც წირვა–ლოცვა ტარდებოდა, ხატები გამოიტანეს

სოფელ ანდის სკოლის შესასვლელში აღარც ხატებია, აღარც კანდელი და ლოცვის წიგნები. როგორც სკოლის დირექციაში გვიხსნიან, რელიგიური ატრიბუტიკა მუსხის ტაძრის წინამძღვართან გაბრიელ ბურჭულაძესთან ერთად ანდაში მცხოვრებლების სახლებში გადაანაწილეს.

სოფელ ანდაში დაწყებითი განათლების სკოლა 2010 წლიდან ფუნქციონირებს და ის ანდრიაწმინდის საჯარო სკოლას ექვემდებარება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აქ მირონცხებული ხატები მუსხის ტაძრის წინამძღვარმა გაბრიელ ბურჭულაძემ იმავე წელს ამოიტანა და მოგვიანებით ოთახში თავი წირვა–ლოცვის აღსავლენად საჭირო ინვენტარმაც მოიყარა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, კი აქ დღესასწაულებზე, ან შაბათ–კვირას სოფლის მრევლი იკრიბებოდა და მუსხის ტაძრის წინამძღვარი წირვა–ლოცვას ატარებდა.

სკოლის დირექტორი ლამზირა ჩხაიძე ამბობს, რომ ხატები მირონცხებული იყო და ამიტომ სასულიერო პირის გარეშე, თვითონ ვერ გამოიტანდა. რაც შეეხება სასწავლებელში ჩატარებულ წირვა–ლოცვებს, ჩხაიძე აცხადებს, რომ ტაძრის წინამძღვარს სკოლის კარებს არასამუშაო დღეებში და არასამუშაო დროს დამლაგებელი თამარ ინასარიძე უღებდა, მას კი ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა: „ეს არის მრევლი და ჩვენ ვერ ავუკრძალავთ მათ, რომ მორწმუნეები იყვნენ“.

ანდის სკოლის დამლაგებელი ადასტურებს, რომ წირვა–ლოცვის ჩასატარებლად მუსხის ტაძრის წინამძღვარს კარს ნამდვილად თავად უღებდა: „იშვიათ ამოდიოდა მამაო სოფელში და ეს დირექტორისთვის რატო უნდა მეთქვა?! იცის, რომ სოფელში ეკლესია არ არის და თავიდან აბა სად წაიღებდნენ ამ ხატებს?! მამაომ დაალაგა ხატები და დირექტორმაც შეიძლება უარი ვეღარ უთხრა, იმიტომ, რომ უნდა აშენებულიყო ანდაში ეკლესია და მერე იქ გადაიტანდნენ“.

„დირექტორს არა მხოლოდ იმის შესახებ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია თუ რა პროცესები მიმდინარეობს დაწესებულებაში, ასევე უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმაზეც, თუ რა ხდება სკოლაში არასასწავლო პერიოდში, ვინ შედის იქ და ა.შ. ცხადია დირექტორი არის პიროვნება, ვინც უნდა გააკონტროლოს და განახორციელოს გარკვეული ზედამხედველობა სკოლაზე“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა შორენა ლოლაძე და ზოგადი განათლების შესახებ კანონის 35–ე მუხლის მეექვსე პუნქტზე გვითითებს.

ანდის სკოლიდან, სადაც წირვა–ლოცვა ტარდებოდა, ხატები გამოიტანეს

ანდის სკოლის შესახებ განათლების სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ: „რესურს ცენტრს დაუკავშირიდით“.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსმა ხათუნა ხმალაძემ კი გვითხრა, რომ „ყველა სკოლა მოწმდება და სკოლის დირექციასთან მუდმივი კონაქტი აქვთ. ანდის სკოლასთან დაკავშირებით კი პრეცესი დაწყებული იყო და ელოდებოდნენ აღნიშნული საკითხს ცივილური ფორმით როდის მოაგვარებდნენ“.

შეგახსენებთ, რომ ანდის სკოლის შესასვლელში ცხრა წლის განმავლობაში მართლმადიდებლური ხატები იყო გაკრული, მოწყობილი იყო სასანთლე და კანდელი, აქვე იყო სახარება, მოსახსენიებელი და ლოცვის წიგნებიც. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში კი სკოლაში წირვა–ლოცვას ატარებდნენ.

ანდის სკოლიდან, სადაც წირვა–ლოცვა ტარდებოდა, ხატები გამოიტანეს

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის
ახალციხის N5 სკოლის სამლოცველო ოთახიდან ხატები გაიტანეს
ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება
„ქართული ოცნების“  დროშა ანდის სკოლაზე
ახალციხის N5 სკოლაში სამლოცველო ოთახი დაკეტეს
სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]
ვალეს სალოცავში კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს [photos]