FM97.5 / LIVE

ახალციხელ მოსწავლეს, შესაძლოა, ‘გურული დღიურების’ სტიპენდია შეუწყდეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.03.2019
ფონდი „გურული დღიურები“ სპონსორების საშუალებით, სოციალურად დაუცველ და ფინანსურად შეჭირვებულ, წარჩინებულ, მოსაწვლეებს აფინანსებს. ფონდმა სტიპენდია ერთ–ერთ ახალციხელ მოსწავლეს დაუნიშნა, თუმცა, მამა აცხადებს, რომ ოჯახს ფინანსური პრობლემები არ აქვს და არც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული.

ახალციხელ მოსწავლეს, შესაძლოა, ‘გურული დღიურების’ სტიპენდია შეუწყდეს

„ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, ჩემი ოჯახი არ არის სოციალურად დაუცველი და არც ფინანსურად გვიჭირს“, – ამბობს მეხუთე კლასელი ზურა ბოჭორიშვილის მამა მიშა ბოჭორიშვილი, რომელიც „სამხრეთის კარიბჭეს“ მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც სტიპენდიანტი მოსწავლის შესახებ მასალა გამოვაქვეყნეთ – „გამოჩნდა სპონსორი და ბავშვი წაახალისეს, სულ ეს არის, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ ჩვენ რამე გვიჭირს“.

შეკითხვაზე, თუ შერჩეული მოსწავლე არც სოციალურად დაუცველი იყო და არც ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მაშინ მას სტიპენდია რატომ დაუნიშნეს, ფონდ „გურული დღიურების“ დირექტორი ქეთი გოგავა გვპასუხობს: „ჩვენ გვყვავდა სხვა მოსწავლეებიც თუმცა, ამ ბავშვს სტიპენდია იმიტომ დავუნიშნეთ, რომ კონკრეტულად მასთან დაკავშირებით ერთ–ერთმა სპონსორმა მოგვწერა და გვთხოვა, რომ ეს ბავშვი წაგვეხალისებინა. ამ სპონსორს ვინაობის გამხელა არ სურს. ჩვენ კი არ გვქონდა უფლება უარი გვეთქვა ამაზე და ბუნებრივია, მოსწავლის სოციალური მდგომარეობა არ შეგვისწავლია. ცუდია თუ მისი ოჯახი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ჩვენ ბავშვის წახალისება გვინდოდა და ეს სხვა ბავშვებისთვისაც მაგალითი უნდა ყოფილიყო“.

მისი თქმით, „ექვს თვეში, მოსწავლის მდგომარეობა გადაიხედება და არ არის გამორიცხული, რომ მას დანიშნული სტიპენდია შეუწყდეს“.

ფონდმა „გურული დღიურებმა“ ახალციხის პირველი საჯარო სკოლისა და სოფელ ჩიბათის ორი მოსწავლეს, ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვიურად 100 ლარის ოდენობით სტიპენდია დაუნიშნა. ფონდში ამბობენ, რომ მათი მიზანი იმ სტუდენტებისა და მოსწავლეების დახმარებაა,რომლებიც კარგი სწავლით გამოირჩევიან, თუმცა შეჭირვებული ოჯახებიდან არიან. „ბავშვები სტიპენდიას აუცილებლად უნდა საჭიროებდნენ, სხვა შემთხვევეაში არ გაიცემა“, – აცხადებენ ფონდის ადმინისტრაციაში.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

07.10.2019 პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი

05.10.2019 არლის სკოლის მასწავლებლები XX საუკუნეში [ფოტო]

05.10.2019 ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე – ახალგაზრდა პედაგოგი ხიზაბავრიდან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.10.2019 სტაჟირება 'სამხრეთის კარიბჭეში'

09.10.2019 ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა

09.10.2019 გიორგი კეკელიძე: ახალქალაქის სოფლებში ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები გაიხსნება

09.10.2019 9 ოქტომბერს მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'კაცია ადამიანი?!' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა
მერიამ წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა
ბორჯომის ‘ეტალონ’ მოსწავლეს გამგეობამ ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება

2015 წლის მეორე სემესტრის წარჩინებულ სტუდენტებს მერია ოქტომბრის სტიპენდიას ურიცხავს
ახალციხის მერიამ სტუდენტებს დაპირებული სტიპენდია მხოლოდ 2 თვე მისცა