FM97.5 / LIVE

ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

მთავარისიახლე, განათლება 22.03.2019
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე ზურაბ ბოჭორიშვილი ფონდ ‘გურული დღიურების’ სტიპენდიას, თვეში 100 ლარის ოდენობით, ერთი წლის განმავლობაში მიიღებს.

ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

სტიპენდიანტების დაჯილდოვება თბილისში, 21 მარტს გაიმართა.

„გურული დღიურების“ ფონდი ორი წლის წინ დაარსდა. მისი მიზანი იმ სტუდენტებისა და მოსწავლეების დახმარებაა,რომლებიც კარგი სწავლით გამოირჩევიან, თუმცა შეჭირვებული ოჯახებიდან არიან. ფონდი სპონსორების მოპოვებაზე და მათი საშუალებით წარჩინებული სტუდენტებისა და მოსწავლეების დაფინანსებაზე მუშაობს. „ბავშვები სტიპენდიას აუცილებლად უნდა საჭიროებდნენ, სხვა შემთხვევეაში არ გაიცემა“, – აცხადებენ ფონდის ადმინისტრაციაში.

ფონდ ‘გურული დღიურების’ დირექტორის ქეთი გოგავას თქმით, ახალციხელი მოსწავლისთვის სტიპენდიის დანიშვნა, ერთ–ერთი ადგილობრივი ბიზნესმენის ინიციატივა იყო, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს: „თავად დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ფონდის საშუალებით სტიპენდიას დაუნიშნავდა მოსწავლეს, რომელიც კარგი სწავლით გამოირჩევა. ვფიქრობთ, რომ ეს თანხა მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში დაეხმარება".

როგორც ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური გვეუბნება, ზურაბ ბოჭორიშვილი სკოლის ერთ–ერთი წარჩინებული მოსწავლეა: „ძალიან კარგი მოსწავლეა“.

ზურაბ ბოჭორიშვილი თანხის შეგროვებას ანაბარზე აპირებს.

„სკოლაში კარგად სწავლობს, ცეკვავს და რაც მთავრია და ყველაზე მეტად უყვარს ხელოვნება, მარცხენა ხელით ხატავს, მუშაობს თიხაზე, თექაზე ალბათ ამ მიმართულებით გამოვიყენებთ თანხას“, – გვითხრა ზურაბ ბოჭორიშვილის დედამ სოფო კაპანაძემ.

ფონდ „გურულმა დღიურებმა“ ახალციხელ მოსწავლესთან ერთად, სპონსორის საშუალებით სტიპენდია კიდევ ერთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიობათის საჯარო სკოლის მოსწავლეს მაია პატარაიას გადასცა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხელ მოსწავლეს, შესაძლოა, ‘გურული დღიურების’ სტიპენდია შეუწყდეს
რატომ ვერ მიიღო ახალციხეში 31–მა მოსწავლემ კომპიუტერი
ახალციხესა და ახალქალაქში 38 მოსწავლეს კომპიუტერები გადასცეს

ახალციხელ წარჩინებულ სტუდენტებს მერია სემესტრში 500 ლარიან სტიპენდიას მისცემს
ახალციხის მერიიდან სტიპენდიას ათზე მეტი სტუდენტი მიიღებს
საფეხური: 'დღიურების კონკურსის' გამარჯვებულები [Audio]