FM97.5 / LIVE

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეშიც აღინიშნა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 21.03.2019
დღეს, 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას, მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეუერთდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია. დღის განმავლობაში, ქალაქის ცენტრალურ პარკსა და მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობები მოეწყო.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეშიც აღინიშნა [R]

ცენტრალურ პარკში გამართული აქციის ფარგლებში გაიმართა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მიერ, დაუნის საერთაშორისო დღის თემაზე შესრულებული ნახატების გამოფენა, თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს ქალაქ ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც. ღონისძიების სტუმრები განსაკუთრებული ხალისით ხატვასა და სპორტულ აქტივობებში ჩაერთნენ. სამახსოვრო ფოტოსესიის შემდეგ კი, მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლებმა ისინი სამახსოვრო საჩუქრებითაც გაახარეს.

აქციაში ქალაქის მაცხოვრებლებთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. გურამ მელიქიძის განცხადებით - „მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტიც უერთდება, ჩვენი აქციის მიზანია აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანებს, როგორც საზოგადოების სრულფასოვან წევრებს, კიდევ ერთხელ ვაგრძნობინოთ ჩვენი კეთილგანწყობა, თანადგომა და სიყვარული".


დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეშიც აღინიშნა [R]

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში. აქციის მიზანს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ამ დღისადმი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. ღონისძიებებს ქალაქის N1, N6 საბავშვო ბაღსა და ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში „მწვანე სახლი“, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. აქტივობებს ასევე, საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა პოლონეთის რესპუბლიკის ჰუმანიტარული ორგანიზაციის გამგეობის წევრი არტურ ნემჩიკი. დაუნის სინდრომის მქონე აღსაზრდელებმა თანატოლებთან ერთად ხატვასა და სპორტულ შეჯიბრებებში მიიღეს მონაწილეობა, ღონისძიების ბოლოს კი პატარები სტუმრებისგან სათამაშოებით დასაჩუქრდნენ.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეშიც აღინიშნა [R]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ახალციხეში დაუნის სინდრომის დღე აღნიშნეს [Photo]
პრეზენტაცია და აქცია – ახალგაზრდები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეში
ახალციხეში დაუნის სინდრომის მქონეთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
დაუნის სინდრომის შესახებ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეში [Video]