FM97.5 / LIVE

‘გული უნდა დაცალო წრფელად, ისე ლექსს ვერ დაწერ’– რა აწერინებთ ახალგაზრდა პოეტებს? [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.03.2019
21 წლის მირზა ბურძენიძე თავის პოეზიით ადამიანების შესახებ გვიყვება, მის თანატოლ ოტია ზედგინიძის ინსპირაცია კი ქალი და სამშობლოა. ლექსებს ბავშვობიდან წერს გიორგი ბერიძეც, მან ბოლო ხანს მესხურ კილოკავზე წერა დაიწყო და ფოლკლორის ფესტივალის გამარჯვებულიც გახდა.

‘გული უნდა დაცალო წრფელად, ისე ლექსს ვერ დაწერ’– რა აწერინებთ ახალგაზრდა პოეტებს? [Video]

„პოეზია რეალობიდან მწყვეტს, პოეზიით შეგიძლია დისიდენტური იდეოლოგია ჩამოაყალიბო, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას გამოეყოფი და შეგიძლია უთხრა სათქმელი. ბრბოს აყოლილი ხალხი ბევრ რამეში თამაშობს, პოეზიით კი შეგიძლია ეს ისე უთხრა, რომ არ ეწყინოთ“, – ამბობს ახალგაზრდა პოეტია მირზა ბურძენიძე.

მირზას თქმით, ლექსებში ადამიანების ემოციისა და მდგომარეობის შესახებ მოგვითხრობს: „ადამიანების ყოფა და ზოგადად ადამიანის არსება ჩემს შემოქმედებაში მთავარი საკითხია“.



ოტია ზედგინიძე სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტია, თავის ლექსებს ძირითადად სამშობლოს სიყვარულს უძღვნის: „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამშობლოს სიყვარულია, ბევრს ვმოგზაურობ, ჩვენს ისტორიულ სიძველეებს ვათვალიერებ და ლექსის წერის სურვილიც მაშინ ჩნდება. ლექსი ქალის სიყვარულითაც დამიწერია“.

23 წლის პოეტი საკუთარ თავს ოპოზიციონერს უწოდებს. განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში არსებული კონფორმიზმი აღიზიანებს: „ილია ჭავჭავაძე რომ ამბობდა ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოო, მეც ხშირად მსგავსი პროტესტი მაწერინებს. ევროპული ღირებულებები მომწონს, მაგრამ ბევრ ისეთ რამეს მიაწერენ ევროპას, რაც მასთან არანაირ კავშირში არ არის. მაგალითად 12 აგვისტოს, როცა პატრიოტები დიდგორობას აღვნიშნავთ, პარალელურად ფერების ფესტივალიც იმართება და ეს ჩემთვის მიუღებელია“.



„ვიწყებ წერას! – ასე ერქვა ჩემს პირველ ლექსს, რომელიც ალბათ 15 წლისამ დავწერე“, – გვიყვება კიდევ ერთი ახალციხელი პოეტი გიორგი ბერიძე. ამბობს, რომ მესხეთის განსაკუთრებულმა სიყვარულმა ბევრი ლექსი დააწერინა. იგი თავის თავს ბერჯავახს უწოდებს, პოეზიას კი ემოციის ყველაზე ხმამაღალ გამოძახილს: „ამ ბოლო დროს განსაკუთრებით შემიყვარდა ძველმესხური, ანუ მესხური კილოკავი. ჩვენს მხარეს ძალიან ღრმა პოეზია გვქონდა, მოხუცებისგან რამდენჯერმე კიდეც მომისმენია სატრფიალო ხალხური ლექსები, თუმცა, სამწუხაროდ დღეს აღარ შემორჩა“.

ძველმესხური სიტყვებიდან ბერჯავახს განსაკუთრებით უყვარს: „გყვარობ“, „ძრიენ“, დაჰკვირდე“: „დიდი გავლენა იქონია თურქულმა ენამაც, მაგალითად, იქიდან დამკვირდა ჰაიდე და ინადი, ჩვენგან კი წაიღეს სიტყვა ბაქმაზი. ეს კარგიცაა და ცუდიც, რადგან ენა ვითარდება“.

ამბობს რომ სამცხე–ჯავახეთში ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს, „თუმცა ძალიან მორცხვი და ძრიენ საწყალი ხალხი ვართ. ვიცნობ ისეთ ადამიანს, ცოტა ამბიცია რომ ჰქონდეთ, თავიანთ სიტყვას თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში აუცილებლად იტყოდნენ, მაგრამ არ უნდათ“.

მისი თქმით, ლექსის წერის დროს სიყვარულზე უნდა იფიქრო: „სიყვარულია მთავარი, იმაზე კიარ უნდა ფიქრობდე, რომ ნობელიანტი გახდები ან რაიმე სხვა მსგავს სარგებელს მიიღებ, გული უნდა დაცალო წრფელად, ეს არის და ეს, თორე ისე ლექსს ვერ დაწერ“.

გულწრფერლად დაწერილი, მესხური სატრფიალო ლექსებით ბერჯავახმა 2017 წელს ფოლკლორის ფესტივალზე გაიმარჯვა.



21 მარტი პოეზიის დღეა, რომელიც იუნესკოს ოცდამეათე სესიაზე პარიზში, 1999 წელს დაფუძნდა. ამ დღის მიზანი პოეტური თვითგამოხატვის საშუალებებით ენობრივი მრავალფეროვნების მხარდაჭერა და გაქრობის პირას მყოფი ენებისთვის განვითარების პირობების შექმნაა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

07.10.2019 პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი

05.10.2019 არლის სკოლის მასწავლებლები XX საუკუნეში [ფოტო]

05.10.2019 ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე – ახალგაზრდა პედაგოგი ხიზაბავრიდან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.10.2019 სტაჟირება 'სამხრეთის კარიბჭეში'

09.10.2019 ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა

09.10.2019 გიორგი კეკელიძე: ახალქალაქის სოფლებში ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები გაიხსნება

09.10.2019 9 ოქტომბერს მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'კაცია ადამიანი?!' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ღია საუბარი: პოეტი პრეზიდენტი [Audio]
'მესხური ფოლკლორის' პრეზენტაცია ბიბლიოთეკაში
ახალციხელი სტუდენტები პოეტ მიხეილ თუმანიშვილს შეხვდნენ
ახალციხეში გაზეთ ‘ლიტერატურული მესხეთის’ საიუბილეო საღამო გაიმართა
ახალციხეში ნორჩი პოეტების საღამო გაიმართა
ავანგარდი: მესხური პოეზია [Audio]
ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები