FM97.5 / LIVE

დაუნის სინდრომის შესახებ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.03.2019
დღეს, 21 მარტს, დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტის ბიბლიოთეკაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩატარდა.

დაუნის სინდრომის შესახებ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა

შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები უძღვებოდნენ. ღონისძიებას უნივერსიტეტის თანამშრომლებთან და სტუდენტებთან ერთად ახალციხის ჯანდაცვის ცენტრისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენი მიზანია ისეთი აქტივობები და ღონისძიებები წავახალისოთ, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. ასევე, გვინდა, რომ მეტად ჩავრთოთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არ გვინდა, რომ ისინი დაჩაგრულები იყვნენ“, – ამბობს დაწყებითი განათლების მერე კურსის სტუდენტი ნათია გურჯიშვილი.

განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის გულიკო ბექაურის თქმით, დღევანდელი დღე არის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოციებით დატვირთული: „აუარყოდითი ემოციებით იმიტომ, რომ დაუნის სინდრომის მქონეები არიან ადამიანები, რომლებსაც ერთით ზედმეტი ქრომოსომის გამო ფაქტობრივად გარკვეული პრობლემები ექმნებათ“.

შეხვედრაზე მოწვეული იყო სამცხე–ჯავახეთის ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი ლამარა კიკნაძე: „ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებას ვასწავლოთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებთან ურთიერთობის ფსიქოლოგიური თავისებურებები“, – ამბობს იგი.

შეხვედრა განათლების, ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზაებით გაიმართა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


28.02.2020 სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირების თარიღი ცნობილია

25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.02.2020 კორონავირუსით ინფიცირებული პირი 'საქართველოს ბანკის' თანამშრომელია

28.02.2020 ირანთან და იტალიასთან საქართველომ სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა

28.02.2020 კორონავირუსი ჩინეთის გარდა 46 ქვეყანაში დაფიქსირდა

28.02.2020 სოფელ ჩუნჩხაში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
ახალციხეში დაუნის სინდრომის მქონეთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
პრეზენტაცია და აქცია – ახალგაზრდები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეში
ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს  უპასუხოდ არ დატოვოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხმა
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეშიც აღინიშნა [R]
ექიმი გვირჩევს: დაუნის სინდრომი [Video]