FM97.5 / LIVE

საქართველოსა და სომხეთის რძის სექტორის ფერმერებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 21.03.2019
თბილისში კონფერენცია „ბიზნესი ბიზნესისთვის“ გამართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა ქართველმა და სომეხმა ფერმერმა, ვეტერინარმა და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულისა და სერვისების მომწოდებელმა.

საქართველოსა და სომხეთის რძის სექტორის ფერმერებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს

კონფერენცია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და აგრობიზნესისა და სოფლის განვითარების ცენტრმა (CARD) გამართა. მისი მიზანი საქართველოსა და სომხეთში, რძის სექტორში ჩართულ ფერმერებსა და მომწოდებლებს შორის საბაზრო კავშირების გაძლიერება და საუკეთესო ფერმერული პრაქტიკების ურთიერთგაზიარებაა. FAO ორივე ქვეყნის კერძო სექტორთან თანამშრომლობს და ხელს უწყობს ინფორმაციის მიმოცვლას ორი ქვეყნის ბაზრებზე არსებული ახალი ტექნოლოგიებისა და ნედლეულის შესახებ.

ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოსა და სომხეთში, მეცხოველეობის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და დარგის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს, ცხოველთა საკვების, საქონლის მოვლა-შენახვის ტექნოლოგიებისა და გენეტიკის გაუმჯობესების ხარჯზე. საქართველოსა და სომხეთში სასოფლო-სამეურნეო ნედლეულისა და სერვისების მომწოდებელმა კომპანიებმა - Nutrimax, DeLaval, Alta Genetics, Maisadour - კონფერენციაზე საკუთარი პროდუქტები, ტექნიკა და ტექნოლოგიები წარმოადგინეს.

2017 წლის დეკემბრიდან დღემდე, FAO-მ და CARD-მა, საქართველოს რძის ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, საქართველოსა და სომხეთის რძის სექტორში არსებული მდგომარეობის შესასწავლად, რამდენიმე კვლევა განახორციელეს. შედეგად, დარგში არსებული პრობლემები და მათი აგაუმჯობესების გზები გამოიკვეთა. დღევანდელი კონფერენცია, სადაც ორი ქვეყნის რძის სექტორის წარმომადგენლებმა თავიანთი გამოცდილებები გაცვალეს, რძის სექტორის გაძლიერების პროგრამის ნაწილია.

[sknews.ge]


28.02.2020 სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირების თარიღი ცნობილია

25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.02.2020 კორონავირუსით ინფიცირებული პირი 'საქართველოს ბანკის' თანამშრომელია

28.02.2020 ირანთან და იტალიასთან საქართველომ სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა

28.02.2020 კორონავირუსი ჩინეთის გარდა 46 ქვეყანაში დაფიქსირდა

28.02.2020 სოფელ ჩუნჩხაში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს [R]
ახალციხეში რძის მწარმოებელთა ფორუმი გაიმართება [R]
სამცხე–ჯავახეთში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება
რძის მწარმოებელი კოოპერატივების რეგისტრაცია გრძელდება
ასპინძის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
რძის მწარმოებელ კოოპერატივებს  მცირე საველე ლაბორატორიები გადაეცემათ
ახალქალაქში რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება