FM97.5 / LIVE

ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

მთავარისიახლე, განათლება 20.03.2019
შეფასებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლებმა ახალციხელ აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და სკოლის დირექტორებს ეროვნულ გამოცდებში შესულ სიახლეებსა და რეგისტრაციის პროცედურებზე ესაუბრნენ.

ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრა ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში დღეს, 20 მარტს, გამართეს.

„ჩვენი ჩამოსვლის მიზანია მაქსიმალურად დეტალურად გავაცნოთ აბიტურიენტებს რეგისტრაციის პროცედურები. ადრე თუ აბიტურიენტი აირჩევდა ორ, ან მეტ გამოცდას და ერთ–ერთ მათგანზე ვერ გამოცხადდებოდა, ან ვერ გადალახავდა ბარიერს, ის კარგავდა გრანტის მიღების შანსს მაშინაც კი, თუ დანარჩენ ოთხ საგანში ძალიან კარგ ქულებს მიიღებდა. წელს ეს შეზღუდვა მოიხსნება, ამის გამო აბიტურიენტი საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას აღარ დაკარგავს“, – განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყო და სამ აპრილამდე გაგრძელდება. სოფო გორგოძე ამბობს, რომ სასურველია აბიტურიენტმა რეგისტრაცია მარტის ბოლომდე გაიაროს, რადგან მათი უმრავლესობა ხშირად ბოლო სამი დღის განმავლობაში რეგისტრირდება, ამის გამო კი სისტემა იტვირთება და შენელებულად მუშაობს.

ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

„გარკვეული ცვლილებები შევიდა რამდენიმე საგნის ტესტის ფორმატში და გრანტის განაწილების წესში. მოვუწოდებთ აბიტურიენტებს გაეცნონ ცნობარს, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული. მათ შეუძლიათ აირჩიონ ბევრი პროგრამა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ქონდეთ შანსი ჩარიცხვის“, – განმარტავს გორგოძე.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დაესვათ.

„აბიტურიენტი ვარ და უნივერსიტეტში ჩაბარებას ვაპირებ, დღევანდელი შეხვედრით სრული ინფრომაცია მივიღე დარეგისტრირების შესახებ“, – ამბობს გურკელის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე იზა ბერძენიშვილი.

გრანტის მოპოვებასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები ამავე სკოლის მოსწავლე სალომე ჭანკოტაძეს: „მაინტერესებდა გრანტთან დაკავშირებით როგორ ნაწილდება ქულები. სამედიცინოზე მინდა ჩაბარება და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე სპეციალური კალენდარი დაიბეჭდა, რომელშიც დეტალურადაა მოცემული ინფრომაცია რეგისტრაციის ვადებსა და გამოცდებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ხვალ, 21 მარტს შეხვედრას ახალქალაქში გამართავენ.

ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა იცვლება ეროვნულ გამოცდებში
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება  სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება
2017 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამა დამტკიცდა
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს
დღეს ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო