FM97.5 / LIVE

სოციალურად დაუცველ ბავშვებზე 50 ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო

მთავარისიახლე, ეკონომიკა 20.03.2019
სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარების გაცემა დღეიდან, 20 მარტიდან, იწყება.

სოციალურად დაუცველ ბავშვებზე 50 ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ფულადი სოციალური დახმარების ჩარიცხვა დღეს, საღამოს საათებში დაიწყება და ეტაპობრივად ყველა მომხმარებლის ანგარიშზე აისახება.

50 ლარის ოდენობით შემწეობას 100001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი ყოველ 16 წლამდე წევრზეhttp://sknews.ge/uploads/posts/2019-03/1553089894_socialurad-daucveli-bavsvebi.jpg[/img]] მიიღებს.

რიგ მუნიციპალიტეტებში, 50 ლარის ოდენობის საარსებო შემწეობა გაიცემა ფულის სახით, ანუ თანხა ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე და შესაძლებელი იქნება სრულად განაღდება.

მუნიციპალიტეტების ნაწილში, 16 წლამდე ასაკის წევრისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი შემწეობიდან, 20 ლარი ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე (თანხის განაღდების უფლებით), ხოლო დარჩენილი 30 ლარი „კვების ბარათზე“ (ბარათიდან თანხის განაღდების უფლების გარეშე).

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, „კვების ბარათით" შესაძლებელია მხოლოდ სურსათის შეძენა და დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს ყიდვა. „კვების ბარათს“ (ისევე როგორც ოჯახის საბანკო ბარათს) გასცემს სს - „ლიბერთი ბანკი“ ოჯახის იმ სრულწლოვან პირზე, რომელიც განსაზღვრულია საარსებო შემწეობის თანხის მიმღებად.

„ლიბერთი ბანკის" ფილიალებიდან „კვების ბარათისა“ და საარსებო შემწეობის თანხის გატანა ხვალიდან, 21 მარტიდან იქნება შესაძლებელი.

„კვების ბარათით“ სარგებლობა შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტებში.

50-ლარიანი დახმარებით, ჯამში საქართველოში 146 000 ბავშვი ისარგებლებს.

[sknews.ge]


07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

07.10.2019 პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი

05.10.2019 არლის სკოლის მასწავლებლები XX საუკუნეში [ფოტო]

05.10.2019 ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე – ახალგაზრდა პედაგოგი ხიზაბავრიდან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.10.2019 სტაჟირება 'სამხრეთის კარიბჭეში'

09.10.2019 ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა

09.10.2019 გიორგი კეკელიძე: ახალქალაქის სოფლებში ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები გაიხსნება

09.10.2019 9 ოქტომბერს მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'კაცია ადამიანი?!' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა
შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს
საარსებო შემწეობის მოხსნის  გამო, დავით ცერცვაძე შიმშილობის დაწყებით იმუქრება
ოჯახს, რომელიც პროტესტის ნიშნად შვილს სააგენტოში ტოვებდა, დახმარება არ ექნება

სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ ზამთრის კურორტებზე კვების ობიექტები შეამოწმა
დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს 360 ლარი უკან დაუბრუნდებათ