FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილებასაც უწყვეტენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.03.2019
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს, რომელიც იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენეს, ერთ თვეში დეპუტატის უფლებამოსილებასაც შეუწყვეტენ.

ბორჯომის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილებასაც უწყვეტენ

2018 წლის განმავლობაში ბორჯომის საკრებულოში სულ 17 რიგგარეშე და გეგმიური სხდომა ჩაატარა. წარმომადგენლობითო ორგანოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 17 სხდომიდან მხოლოდ სამს დაესწრო ყოფილი თავმჯდომარე და „პატრიოტთა ალიანისის“ წარმომადგენელი ზაზა ჩაჩანიძე. იგი 2018 წლის თებერვლის შემდეგ საკრებულოს სხდომებზე აღარ გამოცხადებულა, მარტიდან კი ბიუროს სხდომებსაც არ დასწრებია.

ამის გამო ბორჯომის საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე დაიწყო მუშაობა.

„რეგლამენტით გათვალისწინებული ექვსი თვე რომ გავიდა და საკრებულოს მუშაობაში არ იღებდა მონაწილეობას წერილი გავუგზავნეთ, რომ აეხსნა რატომ აცდენდა სხდომებს და ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზი, თუმცა პასუხი დათქმულ ვადებში არ გაგვცა, დავიწყეთ შესაბამისი პროცედურები“, – გვითხრა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, პროცედურები დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება და ცესკო პარტიული სიის მიხედვით ახალ დეპუტატს წარადგენს საკრებულოში.

რატომ არ ესწრებოდა სხდომებს ჩაჩანიძე უცნობია. „სამხრეთის კარიბჭემ“ მასთან დაკავშირება ვერ შეძლო.

ბორჯომის საკრებულოს 28 დეპუტატიდან, ზაზა ჩაჩანიძის შემდეგ, გაცდენების რაოდენობის სიმრავლით „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატი გიორგი გიუაშვილი მოდის. იგი 2018 წლის განმავლობაში, საკრებულოში სულ ხუთ, ბიუროში კი ოთხ სხდომას დაეწრო. თუმცა, გიუაშვილი უფლებამოსილების შეწყვეტას იმით გადაურჩა, რომ ზედიზედ ექვსი თვე საკრებულოს სხდომის გაცდენა არ უფიქსირდება.

გიორგი გიუაშვილი ამბობს, რომ სხდომებს პროტესტის ნიშნად აცდნს: „ვინც მუდმივად არიან სხდომებზე რამეს აკეთებენ? ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ თითქმის არ მატყობინებენ სხდომების თარიღებს, მეორეც ეგენი ყველა გადაწყვეტილებას ფორმალურად ირებენ და რაში მივიღო მონაწილეობა, მარტო ხელის აწევისთვის მივიდე?!“

რაც ჩეეხება, დარჩენილ 24 დეპუტატს, წლის განმავლობაში მათ უმრავლესობას ათი და მეტი დასწრება ააქვთ. 17 სხდომიდან ყველას მხოლოდ ორი დეპუტატი, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი თედორე მელიქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი დაესწრო.

საკრებულოს სხდომებზე დასწრების საკითხი კი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით რეგულირდება. აღნიშნული კოდექსის 43–ე მუხლი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა–შეჩერების საკითხს არეგულირებს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია არკვევს გაცდენის მიზეზს. თუ დადასტურდება, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა, მაშინ იგი ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს მას უახლოეს სხდომას, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოს სხდომებზე ყველაზე მეტი გაცდენა დეპუტატ კობა გელაშვილს აქვს
ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომის საკრებულოდან გარიცხეს
ახალციხის ორი მოწვევის საკრებულოს ყველაზე გამცდენი დეპუტატი კობა გელაშვილია
ბორჯომის საკრებულოს ახალი დეპუტატი ჰყავს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ მოადგილედ "ოცნების" წევრი წარადგინა