FM97.5 / LIVE

ასპინძა–ახალქალაქის გზაზე კლდეებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჩამოწმენდს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 19.03.2019
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ასპინძა–ახალქალაქის მიმართულებით, გზაზე ქვათაცვენის შესაჩერებლად კლდეები გაიწმინდება, თუმცა როდის დაიწყება სამუშაოები ჯერ უცნობია.

ასპინძა–ახალქალაქის გზაზე კლდეებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჩამოწმენდს

„დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, მოვლა–შენახვის ფარგლებში ჩამოწმენდენ კლდეებს. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ მაქვს“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შპს „მესხეთ ავტოგზას“, რომელთანაც საავტომობილო გზების დეპარტამენტს გზების მოვლა–შენახვის ფარგლებში 2018 წელს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, თანხა აღარ აქვს.

"ფული აღარ მაქვს, ამიტომ სამუშაოებს ვეღარ ვასრულებ. ახალი ტენდერიც არაა ჩატარებული. გამარჯვებული კომპანია ყველაზე ადრე ერთ თვეში გამოვლინდება, შეიძლება ეს მე სულაც არ ვიყო“, – ამბობს შპს „მესხეთ ავტოგზის“ დირექტორი ნოდარ ინსარიძე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ახალი ტენდერი 4 136 302 ლარზე შვიდ მარტს გამოაცხადა, წინადადებების მიღება შვიდი აპრილიდან დაიწყება. აღნიშნული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები სამცხე-ჯავახეთში საავტომობილო გზებზე არსებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას გულისხმობს.

ბოლო ორ თვეში, ასპინძა–ახალქალაქის საავტომობილო გზაზე ქვათაცვენის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ახალქალაქში, ჩუნჩხის ხიდთან კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი მიკროავტობუსს დაეცა, რის გამოც 50 წლამდე კაცი მძიმედ დაშავდა. ასპინძაში, სოფელ ნიჯგორთან კი ლოდი მსუბუქ ამტომობილს დაეცა, შემთხვევის შედაგად არავინ დაშავებულა.

ჩუნჩხის ხიდთან მომხდარის გამო, გზებზე არსებული ვითარება გზების დეპარტამენტის გეოლოგებმა შეისწავლეს, მათი რეკომენდაციით აუცილებელია კლდების ჩამოწმენდა და რკინის დამცავი ბადის გაკვრა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

07.10.2019 პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი

05.10.2019 არლის სკოლის მასწავლებლები XX საუკუნეში [ფოტო]

05.10.2019 ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე – ახალგაზრდა პედაგოგი ხიზაბავრიდან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.10.2019 სტაჟირება 'სამხრეთის კარიბჭეში'

09.10.2019 ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა

09.10.2019 გიორგი კეკელიძე: ახალქალაქის სოფლებში ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები გაიხსნება

09.10.2019 9 ოქტომბერს მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'კაცია ადამიანი?!' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალურ გზაზე კლდეებს მაისში გაასუფთავებენ
ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალურ გზაზე კლდიდან ლოდები ცვივა
ჩუნჩხის ხიდთან 'მარშუტკას’ ლოდი დაეცა – დაშავდა ერთი პირი
48 წლის კაცი, რომელსაც კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი დაეცა მართვით სუნთქვაზეა
საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება 20 მარტის მდგომარეობით
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მოძრაობა დაიკეტა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მიმართავს