FM97.5 / LIVE

ახალციხის მერის ‘მრჩეველთა საბჭოს’ თავმჯდომარედ ნინო რუხაძე აირჩიეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.03.2019
ახალციხის მერის „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ“ ხმათა უმრავლესობით, თავმჯდომარის პოზიციაზე "სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის" დირექტორი ნინო რუხაძე აირჩია.

ახალციხის მერის ‘მრჩეველთა საბჭოს’ თავმჯდომარედ ნინო რუხაძე აირჩიეს

დღეს, 19 მარტს, მერიაში, მიმდინარე წელს, „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე „დემოკრატ მესხთა კავშირის“ თავმჯდომარემ გია ანდღულაძემ ახალციხის სტრატეგიული განვითარების გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ამ დრომდე ვერ ჩამოვყალიბდით, ახალციხე სტუდენტური ქალაქია თუ ტურისტული“.

„სტუდენტური ქალაქი რა თქმა უნდა ვართ, მაგრამ მხოლოდ ერთი მიმართულებით არ უნდა განვვითარდეთ“, – უპასუხა ანდღულაძეს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მერაბ ბერიძემ.

გარდა აღნიშნულისა, კიდევ რა საკითხები დაისვა სხდომზე უცნობია, რადგან მერმა შეხვედრის ნაწილი დახურა: „დღევანდელი შეხვედრა შიდა საორგანიზაციოა, დღეს უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორ უნდა იმუშაოს საბჭომ, როდესაც შევთანხმდებით, ამის შესახებ მიიღებს მედია ინფორმაციას. იდეებს წარმოვთქვათ და ამის გაშუქება არ მგონია სწორი“.

საბჭოს ფუნქციონირების მიზანი, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის გააქტიურებაა. აქ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის, ასევე, განათლებისა და კულტურის სფერობის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.

ახალციხის მერის ‘მრჩეველთა საბჭოს’ თავმჯდომარედ ნინო რუხაძე აირჩიეს

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

NDI-მ მრჩეველთა საბჭოს ეფექტიანობის შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
ახალციხის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს  შეხვედრა გაიმართა
მერიის  მრჩეველთა საბჭოს პირველ  სხდომაზე  ახალციხის პრობლემებზე იმსჯელეს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს
უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს აირჩევენ
ნარჩენების მართვის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი შეხვედრა
სამცხე-ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭომ მორიგი სხდომა ასპინძაში გამართა