FM97.5 / LIVE

სუს–ის მიერ ბრალდებული პირების სამსახურიდან გათავისუფლებაზე პროკურატურა იმსჯელებს

მთავარისიახლე, სამართალი 18.03.2019
სუს–ის მიერ პასუხისგებაში მიცებული ოთხი პირიდან, რომლებიც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი წევრები არიან, სამი საჯარო სამსახურში მუშაობს. შეუწყდებათ თუ არა სამსახურეობრივი უფლებამოსილება საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს პროკურატურა გადაწყვეტს.

სუს–ის მიერ ბრალდებული პირების სამსახურიდან გათავისუფლებაზე პროკურატურა იმსჯელებს

გათავისუფლდებიან თუ არა ბრალდებულები დაკავებული თანამდებობიდან, ამ საკითხზე პროკურატურა იმსჯელებს.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი წევრები, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კოპაძის ბიუროს უფროსი ზაზა გელაძე, ახალციხის საკრებულოს დეპუტატი სამველ ოვეიანი და ახალციხის მერიის ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტი გელა მერაბიშვილი სამსახურეობრივი გულგრილობის საქმეზე სუს–მა პასუხისგებაში მისცა.

„გონივრულ ვადაში იმსჯელებს პროკურატურა, საჭიროა თუ არა ამ პირების სამსახურიდან გათავისუფლება, თუ ჩავთვლით საჭიროდ, რომ უნდა გათავისუფლდნენ, ამის შემდეგ მივმართავთ სასამართლოს. ამ ეტაპზე პროკურატურას სასამართლოსთვის არ მიუმართავს“, – აცხადებენ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

საკრებულოს დეპუტატი სამველ ოვეიანი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი არც უნდა განიხილებოდეს: „63 წლის ალალი კაცი ვარ. მთელი ცხოვრება პატიოსნად ვმუშაობ. პროკურატურამ შეიძლება ეგრე იფიქროს, მაგრამ ხომ არის სასამართლო?!“

გელა მერაბიშვილმა „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებს არ უპასუხა.

აღნიშნულ საკითხზე საუბარი სურს ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კოპაძის ბიუროს უფროსს ზაზა გელაძესაც: „სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხზე, მეტს ვერაფერის გეტყვით“.

ზაზა გელაძე პასუხისგებაში უკვე მეორედ მისცეს. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუენებელი განაჩენი კანონიერ ძალაში გასულ წელს შევიდა. იგი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ცემაშია მსჯავრდებული, თუმცა ამ დრომდე დეპუტატის ბიუროს უფროსის პოზიცია უკავია.

„ახლა შეუჩერებენ თუ არა მას უფლებამოსილებას, მაგას პარლამენტი გაარკვევს. გელაძე პარლამენტის თანამშრომელია, რადგან ჩემი ბიურო პარლამენტს ემორჩილება და მე პირადად არ განვკარგავ მის დანიშვნას, ან მოხსნას. კანონი რასაც მოითხოვს, ისე იქნება. ჩემი გადასაწყვეტი არ არის“, – ამბობს ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე.

დეპუტატის სამველ ოვეიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან ახალციხის საკრებულოშიც: „ამ საკითხს სასამართლო გადაწყვეტს და დაველოდბით მათ პასუხს“, – გვითხრა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ.

ზაზა გელაძესთან, სამველ ოვეიანთან და გელა მერაბიშვილთან ერთად ასევე, სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე ბრალდებულია ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი მამუკა პარუნაშვილიც. იგი, ისევე როგორც გელაძე, პასუხისგებაში მეორედ მისცეს. პარუნაშვილს პროკურატურა 2018 წლის მაისში, ადიგენის მერიის სამ თანამშრომელთან ერთად, თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისთვის ედავებოდა.

სუს–ის საქმე კი ამჯერად 2015 წელს მომხდარ ფაქტს ეხება. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, კომისიის თავმჯდომარე ზაზა გელაძემ, კომისიის წევრებმა სამველ ოვეიანმა, გელა მერაბიშვილმა და მამუკა პარუნაშვილმა არ შეისწავლეს მოქალაქე ოთარ ყ-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ფაქტების ნამდვილობა და სამსახურებრივი გულგრილობით დააკმაყოფილეს მისი უკანონო მოთხოვნა. შედეგად, ოთარ ყ-მ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა და მოტყუებით მიისაკუთრა ქალაქ ახალციხეში, სამსონიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

სუს–მა ოთარ ყ. დააკავა. თუმცა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ისევე როგორც დაკავებულს, ასევე, ამავე საქმეში ბრლადებულ სხვა პირებსაც აღვეკთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

[თიკო ზაზაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სუს–მა ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს წევრი პასუხისგებაში მისცა
სუს–ის მიერ პასუხისგებაში მიცემულ პირებს გირაო შეეფარდათ
სუს–მა ადიგენის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა
ზაზა გელაძე, რომელსაც ენმ ცემაში ადანაშაულებს,  დეპუტატის ბიუროს წევრია
ახალციხის მერიის ‘მიწის კომისიას’ მამუკა მიქელაძე უხელმძღვანელებს
ადიგენის „მიწის კომისია“ მუშაობას უცვლელი შემადგენლობით აგრძელებს
ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე 5 პირი ამხილა