FM97.5 / LIVE

მძღოლებს ნარკოტესტირების მიზნით პატრული ადგილზე ნერწყვითაც შეამოწმებს

მთავარისიახლე, სამართალი 18.03.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნერწყვის მეშვეობით ნარკოტიკული თრობის დასადგენი ტესტები“ შეიძინა.

მძღოლებს ნარკოტესტირების მიზნით პატრული ადგილზე ნერწყვითაც შეამოწმებს

ამის შესახებ ინფორმაციას "ლიბერალი" აქვეყნებს.

პირველი აპრილიდან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა კრიმინალიზებული ხდება.

„ლიბერალის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, უწყებამ 550 000-ლარიანი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა და 10 000 ცალი პორტატული ნარკოტესტერი შეიძინა (თითოეულის ღირებულება 54 ლარია). პორტატული ნარკოტესტეტი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.

ნერწყვის საშუალებით გამოავლენენ შემდეგი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების კვალს: მარიხუანის, ამფეტამინის ჯგუფის, მეტამფეტამინის (მათ შორის ექსტაზის), კოკაინის, ოპიატების (მორფის, ჰეროინის);

ტესტის ძირითად მახასიათებლებში ვკითხულობთ, რომ ნერწყვის შეგროვებისათვის საჭირო დრო სამი წამი იქნება; რეზულტატი წაიკითხება დამატებითი მოწყობილობების გარეშე; სინჯის ბალიშზე საკმარისი ნერწყვის მოთავსებისას ვიზუალური ჩვენებისთვის შეიცვლის ფერს - წითლიდან ყვითელში;

რეზულტატი ასახავს პოზიტიურ შედეგს (და არა ნეგატიურს) წითელი ფერის ხაზით; შესაძლებელი იქნება მიღებული შედეგის ამოპრინტერება ინტეგრირებული პრინტერით;

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მარიხუანის შემთხვევაში ტესტი ავლენს ყველა იმ შემთხვევას, როცა ნარკოტიკული საშუალება მიღებულია რვა საათის განმავლობაში; მათი თქმით, ტესტი ავლენს ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების უმნიშვნელო კვალსაც კი.

რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, ეს არის შპს „სოლემარტი", რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ზურაბ ტუკვაძეა.

აღსანიშნავია, რომ პირველი აპრილიდან, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა დაისჯება ჯარიმით ანდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში 1 აპრილიდან ამოქმედდება.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისას უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესი დაირღვა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევაში, სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქმედების ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა დგინდება კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნით, ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევაზე უარის შემთხვევაში – მხოლოდ კლინიკური დასკვნით.

[sknews.ge]


18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

16.04.2019 მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

15.04.2019 მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

18.04.2019 სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ

17.04.2019 ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება

17.04.2019 ‘ვანის ქვაბებს’ ილიაუნის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

მანქანის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დაჯარიმდება
მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა პატიმრობით აპრილიდან დაისჯება
მარიხუანის მოხმარებისთვის მძღოლის ადგილზე ნარკოტესტირება აპრილიდან დაიწყება
მარიხუანის მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა
ნინოწმინდა–კარწახის საბაჟოებზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები შემოიტანეს
ვალეს საბაჟოზე ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს
დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების მცდელობისთვის ორი პირი დააკავეს