FM97.5 / LIVE

'ხელმძღვანელობა პარტიის სასარგებლოდ დატოვა’– ენმ–ს წევრები სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.03.2019
სამცხე–ჯავახეთში „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ ეხმაურებიან.

'ხელმძღვანელობა პარტიის სასარგებლოდ დატოვა’– ენმ–ს წევრები სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე

„მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ჩვენი პარტიის სასარგებლოდაა, თუ ფიქრობს რომ დატოვოს თანამდებობა ე.ი. ზრუნავს პარტიაზე და ეს სწორ ნაბიჯად მიაჩნია“, – ამბობს ენმ–ს ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი.

იგი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ვაშაძის წარდგენასაც უჭერს მხარს: „ალბათ პარტიაში სამომავლოდ კარგი ცვლილებები იქნება“.

ენმ–ს ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელი ბაკურ გელაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი პიროვნება იყო და მომავალშიც ასე იქნება: „მას დიდი წვლილი მიუძღვის პარტიის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში“.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს ადიგენის შტაბის უფროსს დავით ოგანეზიანს, თუმცა ამბობს რომ ახალი ხელმღძვანელი პარტიაში თავის ახალ ხედვას შეიტანს.

სააკაშვილის ხელმძღვანელი პოზიციიდან წასვლის შესახებ კომენტარის გაკეთება არ სურს, ენმ–ს ადიგენის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს დავით ოგანეზიანს, თუმცა ფიქრობს, რომ ახალი თავმჯდომარე პარტიაში ახალი ხედვებით მივა: „ჩემთვის ნიკა მელიაც და გრიგოლ ვაშაძეც მისაღები კანდიდატებია ამ პოზიციაზე“.

ენმ–ს ახალციხის შტაბის წევრი ირაკლი ბარძიმაძე ამბობს, რომ "მიშა არსად არ წასულა, არც პარტიიდან და არც ლიდერობიდან. მას ქვეყანაში არ უშვებენ და ამიტომ გადაწყვიტა და შემოვიდა ამ ინიციატივით. ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, ამისათვის საჭიროა რომ პარტია გადაეწყოს. გვეყოლება თავმჯდომარე აქ საქარველოში, რომელიც სხვადასხვა ქმედებებს განახორციელებს, ვთქვათ ორგანიზაციული თუ ადმინისტრაციული საკითხები იქნება ერთად გავივლით.

მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ვიდეომიმართვა, სადაც ის საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აცხადებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუქის გვერდზე 18 მარტს, დილით გამოაქვეყნა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მიხეილ სააკაშვილი 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის პოსტს ტოვებს
ენმ–ს ასპინძის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ენმ–ში დარჩა
ვინ წავა სამცხე–ჯავახეთიდან ენმ–ს ყრილობაზე
ვინ დარჩა და ვინ წავიდა „ნაციონალებიდან’ სამცხე–ჯავახეთში
'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს
ბორჯომის ორგანიზაცია ენმ–ს ყრილობაზე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს
მიდიან თუ არა სამცხე–ჯავახეთიდან ენმ–ს წევრები ორი დეკემბერის აქციაზე