FM97.5 / LIVE

მიხეილ სააკაშვილი 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.03.2019
მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ვიდეომიმართვა, სადაც ის საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აცხადებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუქის გვერდზე 18 მარტს, დილით გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილი 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას არ ეძლევა ქვეყანაში შემოსვლის საშუალება, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორია პარტიულ საქმიანობაში. მისივე განმარტებით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა კარგად აჩვენა გაერთიანებული ოპოზციის ერთიანი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პოტენციალი. თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიუხედავად მისი პირადი სიმპატიებისა, ახალი ლიდერი პარტიამ საყოველთაო კენჭისყრით უნდა აირჩიოს.

"ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი, მე არ მიშვებს ქვეყანაში, ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში, სულ ახლახან დავით კირკიტაძე დააპატიმრეს და ეს რა თქმა უნდა, ართულებს ორგანიზაციის მუშაობას, მაგრამ იმისთვის, რომ ეს გადაილახოს, ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მოქნილები და ვაკეთოთ ისეთი რამე, რაც არ შეაჩერებს არც ერთი დღით ჩვენს ბრძოლას. ამიტომ ამ სიტუაციაში ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა. იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე.

ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკურ საბჭოში, მაგრამ როგორ უნდა შეირჩეს ეს ხალხი, ვინ უნდა შეარჩიოს – ჩვენ გვყავს 400 ათასი რეგისტრირებული აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. ამ ხალხმა, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები, არა ვიღაცების მეშვეობით, არა კულისებში, არა ვიღაცების ერთმანეთში მოლაპარაკებით, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმები, რომელიც არსებობს, ამის საშუალებას იძლევა. შეგვეძლება ხმა მივცეთ ჩვენი „აიფონით“, აპლიკაციით, რომელიც გექნებათ „აიფონში“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის განცხადებით, პარტიის ბირთვი უახლოეს მომავალში შექმნის ამ აპლიკაციას და პარტიის თითოეულ წევრს, აქტივისტს შეეძლება ყველა ძირითად გადაწყვეტილებაზე ხმის ელექტრონულად მიცემა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ მეთოდით ისინი ჩაერთვებიან ყველა მნიშვნელოვან პროცესსა და გადაწყვეტილებაში. მისივე თქმით, პასუხისმგებლობა პროცესებზე და მმართველობაზე ყველამ უნდა აიღოს.

მიხეილს სააკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ფართო ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად ქვეყნის გადარჩენაზე და ქვეყნის მმართველობაზე პასუხისმგებლობის ასაღებად ემზადება. მისი თქმით, ეს იქნება მთლიანად ქართველი ხალხის მმართველობა, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

[sknews.ge]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს
'ხელმძღვანელობა პარტიის სასარგებლოდ დატოვა’– ენმ–ს წევრები სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე
„ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული თავმჯდომარე არ ეყოლება
უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლა
გელა დემეტრაძე: ხალხის ნდობა არ დაგვიკარგავს
გრიგოლ ვაშაძე ახალქალაქში ამომრჩევლებს  ხვდება
გაერთიანებულ ოპოზიციას  ახალციხეში ჯერ მხოლოდ ენმ–ს წევრები ჰყავს