FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში ორი კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მთავარისიახლე, სამართალი 17.03.2019
ნინოწმინდაში, სოფელ სათხეში, ორი კაცის მკვლელობაში ბრალდებულ გ.მ–ს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნინოწმინდაში ორი კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, ღამის საათებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში, გ.მ-მ შელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის მიზნით, დანით ჭრილობები მიაყენა ს.პ-ს და პ.მ-ს, რომლებიც მიყენებული სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა გ.მ. 2018 წლის 11 აგვისტოს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ორი ან მეტი პირისა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნახეთ ამავე თემაზე "სამხრეთის კარიბჭეს" მასალები:

ნინოწმინდაში, სოფელ სათხეში ორი კაცი მოკლეს

ნინოწმინდაში ორი კაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ნინოწმინდაში ორი კაცის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

პროკურორი: ‘ბრალდებული ნინოწმინდაში მაშინ დააკავეს, სისხლიან იატაკს რომ წმენდდა’

[sknews.ge]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ნინოწმინდაში ორი კაცის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა
ახალციხეში 78 წლის ქალის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
პროკურორი: ‘ბრალდებული ნინოწმინდაში მაშინ დააკავეს, სისხლიან იატაკს რომ წმენდდა’
ნინოწმინდაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა
ნინოწმინდაში ორი კაცის მკვლელობის ფაქტზე  ერთი პირი დააკავეს
ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა