FM97.5 / LIVE

სუს–მა ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს წევრი პასუხისგებაში მისცა

მთავარისიახლე, სამართალი 16.03.2019
ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე ზაზა გელაძე, საკრებულოს წევრი სამველ ოვეიანი, ახალციხის მერიის სპეციალისტი გელა მერაბიშვილი და ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი მამუკა პარუნაშვილი სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე სუს–მა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

სუს–მა ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს წევრი პასუხისგებაში მისცა

სუს–ის მიერ პასუხისგებაში მიცებული პირები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი წევრები არიან: კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე ზაზა გელაძე, კომისიის ყოფილი წევრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სამველ ოვეიანი, კომისიის ყოფილი წევრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უფროსი სპეციალისტი მოსაკრებლებისა და გადასახადების საკითხებში გელა მერაბიშვილი და კომისიის ყოფილი წევრი, ქონების მართვის სააგენტის ყოფილი თანამშრომელი მამუკა პარუნაშვილი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე ოთარ ყ-მ 2015 წელს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა 2007 წლამდე ფლობდა საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს და ითხოვა აღნიშნული ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა.

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, კომისიის თავმჯდომარე ზაზა გელაძემ, კომისიის წევრებმა სამველ ოვეიანმა, გელა მერაბიშვილმა და მამუკა პარუნაშვილმა არ შეისწავლეს ოთარ ყ-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ფაქტების ნამდვილობა და სამსახურებრივი გულგრილობით დააკმაყოფილეს მისი უკანონო მოთხოვნა. შედეგად, ოთარ ყ-მ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა და მოტყუებით მიისაკუთრა ქალაქ ახალციხეში, სამსონიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

მერის ყოფილი მოადგილე ზაზა გელაძე ამ დროისათვის ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კოპაძის ბიუროს უფროსია. სამველ ოვეიანი კი კვლავ ახალციხის საკრებულოს დეპუტატი.

„ჯერ–ჯერობით არაფერი ვიცი. აღარ მახსოვს იმ კომისიაში ვინ იყო. საჩქაროდ მატარებელი რომ მუშაობს ძალიან ცუდია, ყველაფერს გამოკვლევა სჭირდება. ყველაფერი სამართლიანი იყო და სწორი. ჩვენს რაიონში ეგრეთი რაღაც არ მომხდარა“, – ამბობს სამველ ოვეიანი.

ზაზა გელაძეს კი „სამხრეთის კარიბჭე“ ვერ დაუკავშირდა, მისი მობილური ტელეფონი გამორთულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: თაღლითობის ფაქტზე ოთარ ყ–ს მიმართ და სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე, გელაძის, ოვეიანის, პარუნაშვილისა და მერაბიშვილის მიმართ.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. აღნიშნულმა უწყებამ ოთარ ყ. უკვე დააკავა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისში ქონების მართვის სააგენტის ყოფილი თანამშრომელი მამუკა პარუნაშვილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, ადიგენის მერიის სამ თანამშრომელთან ერთად, პასუხისგებაში მისცეს.

სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 2017 წლის აგვისტოში ზაზა გელაძეც. მას პროკურატურა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ცემაში ადანაშაულებდა. გელაძემ ბრალი აღიარა და მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.

[sknews.ge]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

სუს–ის მიერ პასუხისგებაში მიცემულ პირებს გირაო შეეფარდათ
სუს–ის მიერ ბრალდებული პირების სამსახურიდან გათავისუფლებაზე პროკურატურა იმსჯელებს
სუს–მა ადიგენის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა
ადიგენის „მიწის კომისია“ მუშაობას უცვლელი შემადგენლობით აგრძელებს
ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე 5 პირი ამხილა
ახალციხის მერიის ‘მიწის კომისიას’ მამუკა მიქელაძე უხელმძღვანელებს
‘მიწის კომისიის’ თავმჯდომარემ ახალციხეში ნაკვეთი დაიკანონა