FM97.5 / LIVE

ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ - ციხელაშვილი

მთავარისიახლე, პოლიტიკა 15.03.2019
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ დიდ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ. მისი თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ტერიტორია, „სადაც ისინი იყვნენ განლაგებულები - საოკუპაციო ხაზს მიღმა".

ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ - ციხელაშვილი

მან ყველას მოუწოდა, მაქსიმალური სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

„არ დაფიქსირებულა ინციდენტი ან გადმოსვლისა ან წვდომისა ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობისა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სრულიად არის თავისუფალი მიმოსვლა აღდგენილი, მოსახლეობისთვის არც შეზღუდულა, არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი. მინდა ვთხოვო ყველას, მედიას, რომ ვიყოთ აღჭურვილი მაქსიმალური სიფრთხილით და პასუხისმგებლობით, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ამ მოცემულობაში, როცა ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, მავთულხლართების მიღმა, დიახ, სამწუხაროდ, დგანან რუსი ჯარისკაცები. არის ძალიან მძლავრი სამხედრო ბაზები და ამ პირობებში ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა, თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი პროვოკაცია, ამ პასუხისმგებლობისგან არც პოლიტიკოსები, არც ხელისუფლება, არც აქტივისტები არ თავისუფლდება. ეს არის ჩვენი საერთო სიკეთის, ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.

იყო გარკვეული განცხადებები აქტივისტების მხრიდან, რომელიც არ შეეფერება სიმართლეს და დამატებით კიდევ გარკვეული დაძაბულობას აჩენს, ისედაც ოკუპაციის პირობებში ცხოვრება არის ძალიან რთული ფაქტორი და არ არის საჭირო, გარკვეულ პროვოკაციებს წამოვეგოთ" - თქვა მინისტრმა.

ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა. მისი თქმით, რუსი სამხედროები მოსახლეების ეზოებში იყვნენ. ადგილზე მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ და „ანტისაოკუპაციო მოძრაობა“ ჩავიდა, რომლის წარმომადგენლებსაც სოფელში არ უშვებდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნა არ დაადასტურეს.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.11.2019 მესხეთის თეატრში პრემიერა ‘ზოოპარკის ისტორია’ გაიმართება

19.11.2019 ბორჯომის მერიაში ექვსი პოზიციიდან ორი კვლავ ვაკანტური რჩება

19.11.2019 21 ნოემბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სუს-ი არ ადასტურებს რუსი სამხედროების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ინფორმაციით, სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები შევიდნენ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს
 პრემიერის თქმით, დანაგვიანების პრობლემა სანქციებით უნდა მოგვარდეს
ქართველმა მესაზღვრეებმა რუსი ბაიკერები საქართველოში არ შემოუშვეს
სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა[R]
კალაძე სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება