FM97.5 / LIVE

ახალქალაქის სოფლებში ბაღის აღსაზრდელებს ტრანსპორტი მოემსახურება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 15.03.2019
ახალქალაქის სოფლებიდან ბავშვების საბავშვო ბაღებში ტრანსპორტირებისთვის მერიამ ტენდერი 42 016 ლარზე გამოაცხადა. ტრანსპორტი 159 აღსაზრდელის მომსახურებაზე იქნება გათვლილი.

ახალქალაქის სოფლებში ბაღის აღსაზრდელებს ტრანსპორტი მოემსახურება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სულ რვა ბაღია, ამიტომ მშობლებს მეზობელი სოფლებიდან ბავშვების ბაღებში ტარება უჭირთ.

„მაგალითად ახალქალაქის მესამე ბაღში მშობლებს ბავშვები მაჭადიიდან დაქირავებული მარშუტკიც მოჰყავთ, თვეში ერთი მშობელი 50 ლარს დებს და ისე მგზავრობენ ბავშვები. ადრე კულიკამიდანაც ასე ჩამოჰყვადათ. ახლა ზოგიერთ მშობელს პატარები საკუთარი მანქანით მოჰყავს“, – გვითრეს ახალქალაქის მესამე საბავშვო ბაღში.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, „შემსყიდველმა ავტობუსებით, მარშუტკებითა და მინივენებით უნდა უზურნველყოს 10:00 საათზე ბავშვების ბაღში წაყვანა და 18:00 საათზე უკან დაბრუნება“.

ტრანსპორტით იხტილადან და მერენიიდან ბარალეთის ბაღში 56 ბავშვს წაიყვანენ, ბოზალოდან და ფილიპოვკადან კარწახის საბავშვო ბაღში ცხრა აღსაზრდელს მოემსახურებიან, ხორხიდან, კულიკამიდან, მაჭატიიდან, ბადრიდან, ხოსპიოდან, მურჯახეთიდან და ჩამდურადან 94 აღსაზრდელს ახალქალაქის პირველ, მეორე და მესამე საბავშვო ბაღებში მიიყვანენ.

„აქამდე მსგავსი რამ არ მომხდარა. ხალხის მოთხოვნა იყო, რომ ტრანპოსრტი დაგვენიშნა და ტენდერი იმიტომ გამოვაცხადეთ“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის საბავშვო ბაღებში ვაკანტური ადგილებია
ახალქალაქის მესამე ბაღში აღმზრდელს დედა ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს
ახალქალაქის საბავშვო ბაღებში ადგილები აღარ არის
ახალციხის საბავშვო ბაღებში სწავლა დაიწყო
ახალციხის  ბაღებში საზაფხულო არდადეგები აღარ იქნება
ახალციხის ბაღებში 2000–მდე აღსაზრდელიდან 200  გამოცხადდა
300–მდე აღსაზრდელი შესაძლოა ახალციხის ბაღებში აღარ მიიღონ