FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგებელს ბრალი წაუყენეს

მთავარისამართალი 28.08.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს სიმონ პარუნაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს

ადიგენის გამგებელს ბრალი წაუყენეს
სიმონ პარუნაშვილი ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალი დაახლოებით 40 წუთის წინ წაუყენეს.

პარუნაშვილს ბრალი 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, ორ ეპიზოდში ედება, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„2011 და 2012 წლებში ჩატარებულ ტენდერებს ეხება საქმე“, - ამბობს ადვოკატი კარაპეტ კირაკოსიანი.

გამგებელი 27 აგვისტოს ორი მუხლით დააკავეს: 332-ე და 342-ე, თუმცა, 342 მუხლით, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

პარუნაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, იგი აცხადებს, რომ მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლოში ადიგენის გამგებლის პროცესი დაიწყო
ახალციხის ყოფილი გამგებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ადიგენში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა

ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი დაიწყო
ადიგენის გამგებელს 3000 ლარის ოდენობის გირაო დააკისრეს
ახალციხის ყოფილი გამგებელი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო
ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო