FM97.5 / LIVE

ბორჯომის მერიამ ხელშეკრულების დარღვევისთვის კომპანია დააჯარიმა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, სამართალი 14.03.2019
ბორჯომის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხუთი ხიდის ნაცვლად რეაბილიტაცია მხოლოდ ორს ჩაუტარა. შპს „დია სერვისი“ ხელშეკრულების პირობების დარღვევის და ვადაგადაცილების გამო დაჯარიმდა.

ბორჯომის მერიამ ხელშეკრულების დარღვევისთვის კომპანია დააჯარიმა
ახალდაბის ხიდი. ტელეკომპანია 'ბორჯომის' ფოტო


ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „დია სერვისთან“ ხელშეკრულება 114 830 ლარზე, 2018 წლის სექტემბერში გააფორმა. კომპანიას რეაბილიტაცია ხუთი ხიდისთვის უნდა ჩაეტარებინა, ესენია: ბორჯომის ე.წ. დიდ ხიდი, სოფელ ყვიბისის ორი ხიდი, დაბა ახალდაბის და რველში ბანიხევის დასახლებაში მდებარე ხიდი.

როგორც ბორჯომის მერიაში განმარტეს, კომპანიამ მხოლოდ ყვიბისში მდებარე ორ ხიდს ჩაუტარა რეაბილიტაცია, მესამე, ბორჯომის ე.წ. დიდ ხიდზე კი სამუშაოები ბოლომდე არ მიიყვანა.

„ხელშეკრულების დარღვევის გამო მას დაეკისრა ჯარიმა 1 124 ლარი ვადა გადაცილების გამო და 1 248 ლარი პირგასამტეხლო.

მუნიციპალიტეტისაგან შესრულებული სამუშაოებისათვის მიღებული აქვს 23 437 ლარი“, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.

რაც შეეხება ბორჯომის ხიდის შეჩერებულ რეაბილიტაციას, თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ აქ ასფალტობეტონია დასაგები: “მცირე მონაკვეთზე დარჩენილია ასფალტობეტონის მოწყობა, რასაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საკუთარი ძალებით მოაწყობს“.

ახალდაბის და რველის ხიდების რეაბილიტაციისთვის კი თვითმმართელობამ ტენდერით ახალი კომპანია შეარჩია. სამუშაოებს შპს „ნიკა“ 67 382 ლარით შეასრულებს, მასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის თებერვალში გაფორმდა.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.05.2019 ახალციხელი გიორგი ჩილინგარაშვილი ამერიკული არმიის ოფიცერი გახდა [ფოტო]

22.05.2019 ეკოდამცველი მოსწავლეები ადიგენიდან [ვიდეო]

22.05.2019 სცადე მედიაცია – საინფორმაციო შეხვედრა ახალციხელ ბიზნესმენებთან

22.05.2019 რეგიონის მთავარ მეტყევეს ‘ბორჯომის გმირი 2019’ – ის სტატუსი მიენიჭა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ბორჯომის გამგეობა  ხიდების რეაბილიტაციას იწყებს
ახალდაბის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 98 971 ლარი იხარჯება
ლიკანის დასახლებაში სამანქანო ხიდს რეაბილიტაცია უტარდება
ბორჯომი რეგფონდიდან 2 495 667 ლარს მიიღებს
შემოდგომით ბორჯომის პარკის რეაბილიტაცია იგეგმება
შვიდთვიანი ლოდინის შემდეგ აწყვიტის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო
აწყვიტაში ჩამტვრეული ხიდის რეაბილიტაციისთვის 80 000 ლარზე მეტი დაიხარჯება