FM97.5 / LIVE

აწყურში მეწყერით დაზარალებული რვა ოჯახი დევნილთა სამინისტროსგან დაფინანსებას ელოდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 14.03.2019
დევნილთა სამინისტრო აწყურში მეწყერით დაზარალებული რვა ოჯახისთვის სახლის შესაძენად თანხის გამოყოფის საკითხს სწავლობს. სპეციალური კომისია ამ ეტაპზე იმ ოჯახების საკითხს განიხილავს, რომელთა სარეიტინგო ქულაც 16.5 და მეტია. ქვეყნის მასშტაბით რიგში სულ 2 916 ოჯახია.

აწყურში მეწყერით დაზარალებული რვა ოჯახი დევნილთა სამინისტროსგან დაფინანსებას ელოდება

აწყურში მეწყერი ორ ადგილზეა გააქტიურებული, ბოლოს მთის ფერდობზე ნაპრალები 2018 წელს გაჩნდა, რა დროსაც ათამდე სახლი საცხოვრებლად საშიში გახდა. ჯამში აღნიშნული სოფლიდან ბინით უზრუნველყოფას კი რვა ოჯახი ითხოვს.

„მიმდინარე წლის საბიუჯეტო ასიგნებების რაოდენობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე განიხილავს 16,5 და მეტი სარეიტინგო ქულის (ქულა განსაზღვრავს განხილვის რიგითობას) მქონე ოჯახების საკითხებს. რაც შეეხება დაკმაყოფილებას, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება კომისიი მიერ თითოეულ ოჯახზე ინდივიდუალური მსჯელობის შედეგად. შესაბამისად, წინასწარ შეუძლებელია იმის თქმა, თუ რომელ ოჯახი დაკმაყოფილდება და რომელი არა“, – მოგვწერეს დევნილთა სამინისტროდან.

გაღმა აწყურში მეწყერი 2012 წელს გააქტიურდა. ამ დრომდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც ვის სამინიტრომ აწყურში ბინა მეწყერით დაზარალებულ ოთხ ოჯახს შეუძინა. ექვსი კი ნაქირავებ ფართში ცხოვრობს, ქირის თანხას ადგილობრივი თვითმმართველობა იხდის.

დევნილთა სამინისტრო სახლის საყიდლად თითო ოჯახს 25 000 ლარს აძლევს, თვითმმართველობა კი 5 000–ს ამატებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აწყურში დაზარალებულთა დასახმრებლად 2019 წელს განსაზღვრული 18 000 ლარია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

12.11.2019 ადიგენში რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა გზების მოასფალტებას მოხმარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინა
აწყურში მეწყერის გამო ათზე მეტ ოჯახს სახლი ენგრევა
აწყურში  მეწყერი გააქტიურდა – ათობით ოჯახს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება [Video]
დამეწყრილ აწყურში უსახლკაროდ დარჩენილები  გადასახლებაზე უარს აცხადებენ
ოთხი ოჯახი კვლავ მეწყერსაშიშ ზონაში რჩება
დამეწყრილი აწყურის უსახლკარო ოჯახებს გამგეობა ქირის გადახდას უგვიანებს
დაცლილი უბანი აწყურში [Video]