FM97.5 / LIVE

‘უმცირესობა რომ ვართ, ამიტომ უნდა დავიჩაგროთ?!’– სასულიერო პირები ჯარში გაწვევაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 14.03.2019
სამცხე–ჯავახეთში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები დეპუტატ სესიაშვილის ინიციატივას ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც არამართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ.

‘უმცირესობა რომ ვართ, ამიტომ უნდა დავიჩაგროთ?!’– სასულიერო პირები ჯარში გაწვევაზე

არამართლმადიდებელი რელიგიური კონფესიებისგან განსხვავებით, მართლმადიდებლებს სამხედრო სამსახურის გადავადების უფლება შეუნარჩუნდებათ. „ამის მიზეზი ისაა, რომ კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს“, – ამბობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

სამცხე–ჯავახეთში კათოლიკური ეკლესიისა და მუსლიმი თემის წინამძღვრები ამ ინიციატივას უარყოფითად აფასებენ და მას დისკრიმინაციულს უწოდებენ.

„თუ ჯარში გვიწვევენ, მაშინ როგორც საქართველოს მოქალაქეები ყველა წავიდეთ. რა ლოგიკით არ უნდა შეეხოს ეს ინიციატივა მხოლოდ მართლმადიდებლებს?! მეც ქართველი ვარ და მეც მღვდელმსახური ვარ, რახან უმცირესობის წარმომადგენელი ვარ, ამიტომ უნდა დავიჩაგრო?! ის დეპუტატი, რომელსაც ეს ინიციატივა აქვს, უნდა მოვიდეს ჩვენთან და გვკითხოს აზრი“ – ამბობს არლის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ კაკაჩიშვილი.

სავალდებულო გაწვევის მომხრეა, თუმცა დეპუტატის ინიციატივას უარყოფითად აფასებს ჭელას მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძეც: "სავალდებულო სამხედრო სამსახურს მივესალმები და აუცილებელია საქართველოს ყველა მოქალაქემ მოიხადოს ქვეყნის წინაშე ეს ვალდებულება, თუმცა უკიდურესად შემაშფოთებელია ასეთი დამოკიდებულება, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურებს არ ეხებოდეს და დანარჩენი ყველა გაიწვიონ“.

სესიაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ დამფუძნებლი ტარიელ ნაკაიძე. მისი თქმით, საკითხზე რელიგიათა საბჭოში იმსჯელებენ და ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ.

რაც შეეხება მართლმადიდებელ სასულიერო პირებს, მათ აღნიშნულ საკითხზე „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ ისურვეს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

საპატრიარქო ჯარში გაწვევის კანონპროექტზე სესიაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს
არამართლმადიდებელ მღვდელმსახურებს შესაძლოა ჯარში წასვლა მოუწიოთ
'რომელიმე რელიგია უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა იყოს'– ტარიელ ნაკაიძე
სესიაშვილი თავისი კანონპროექტის განხილვის გადადებას ითხოვს
გამოკითხვა: უნდა ეხებოდეს თუ არა კანონი თანაბრად ჯარში გაწვევისას სასულიერო პირებს [Video]
კოალიცია თანასწორობისთვის – 'სესიაშვილის ინიციატივა დისკრიმინაციულია'
ახალწვეულებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლისას სწავლაში ხელი არ შეეშლებათ