FM97.5 / LIVE

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა ისტორიული პრეცედენტი შექმნა[R]

მთავარისიახლე, რეკლამა 14.03.2019
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი პირველია ქვეყნის მასშტაბით, რომელმაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციულ მედიაციის კონკურსში ნახევარ ფინალში ითამაშა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა ისტორიული პრეცედენტი შექმნა[R]

კომერციული მედიაციის კონკურსი ეს არის ერთგვარი პლატფორმა ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, რომ შეხვდნენ ერთმანეთს, დაამკვიდრონ მედიაციის პრაქტიკა და განიხილონ პროცესის გაუმჯობესების გზები.

შეჯიბრი ყოველწლიურად თებერვალში პარიზში იმართება და მასში კონკურსის წესით შერჩეული მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის 66 გუნდი იღებს მონაწილეობას. კონკურსის მოსამზადებელი პერიოდი შრომატევადია, ამ პერიოდში კი სტუდენტები რადიკალურად იცვლებიან, რადგან ეს კონკურსი მოითხოვს, რომ საკითხებს შეხედო განსხვავებულად, ისწავლო განსხვავებული აზრის მოსმენა, მიღება და სხვა ადამიანების პერსპექტივიდან ყურება.

კითხვაზე, თუ რატომ არის კონკურსი და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანი, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი, ანა ხურციძე გვპასუხობს:

„პირველ რიგში კონკურსი მნიშვნელოვანია იმით, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ პირადად გაიცნონ სამართლის წამყვანი სპეციალისტები. აგრეთვე კონკურსი გაძლევს შესაძლებლობას განიხილო მედიაციის კლინიკის გაუმჯობესების გზები და გააზიარო შენი გამოცდილება. ჩვენი მიზანია, სტუდენტებისთვის ამ უნიკალური გამოცდილების მიცემა, ქართული მედიაციის კულტურის შექმნა, იმისთვის, რომ ცნობდნენ ქართულ მედიაციის გუნდს, თავისი უნიკალური მოლაპარაკების უნარებით.“

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული მედიაციის კონკურსში ითამაშა ისეთი უნივერსიტეტის წინააღმდეგ, რომლებსაც ძალიან კარგად განვითარებული მედიაციის კლინიკები აქვთ, მათ შორის Benjamin Cardozo School of Law (აშშ); Sao Paolo Law School (ბრაზილია);Aarhus University (დანია); University of Montreal (კანადა) და სხვა. ბოლო რაუნდში კი კონკურსის ს ფავორიტ, ახალი ზელანდიის უნივერსიტეტის გუნდთან იასპარეზა, რომელიც ფინალის გამარჯვებულიც გახდა.

გიორგი გუჯაბიძე ერთ-ერთია სამართლის სკოლის სტუდენტებს შორის, რომელმაც პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული მედიაციის კონკურსში მიიღო მონაწილეობა:

„ამ ხუთი დღის განმავლობაში მე თავი არ მიგვრძვნია შეჯიბრში, იმიტომ რომ თუ მედიაცია ნამდვილად გიყვარს, ეს შენი ცხოვრების წესი ხდება. ვეცადე ყველა როლური თამაში მომერგო იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო მაქსიმალურად დამაჯერებელი. ჩემი მთავარი გასაღები კი მოქნილობა იყო, ხოლო ჩვენმა ქოუჩებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ წარმატებისთვის მიგვეღწია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ გუნდს, რომელიც ჩვენთან ერთად მონაწილეობდა კონკურსში. იმედი მაქვს მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება სამომავლოდ უფრო დიდი წარმატების მისაღწევად".

სამართლის სკოლა სტუდენტებს აქტიურად აძლევს შესაძლებლობას სამართლის, მედიაციის და არბიტრაჟის მიმართულებით, რაც შეიძლება ბევრ საერთაშორისო კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, სწორედ ეს განაპირობებს, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი არაერთ საერთაშორისო შეჯიბრში საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს. კონკურსის ფარგლებში შერჩეულ მონაწილე სტუდენტებს სამართლის სკოლა ყველანაირ ხარჯს უნაზღაურებს, აგრეთვე აღსანიშნავია ისიც, რომ სტუდენტებს სპეციალურად შერჩეული ქართველი და ამერიკელი ქოუჩები წვრთნიან.

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდს მორიგი გამოწვევა ჯერ გაზაფხულზე INDR - საერთაშორისო მედიაციის შეჯიბრზე, ხოლო ზაფხულში ავსტრიაში დაგეგმილ დავის ალტერნატიული გადაჭრის საშუალებების - DRC კონკურსზე ელოდება, სადაც სამართლის გუნდი უკვე შერჩეულია საუკეთესო მომლაპარაკებელ 22 გუნდს შორის.


22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.05.2019 ახალციხელი გიორგი ჩილინგარაშვილი ამერიკული არმიის ოფიცერი გახდა [ფოტო]

22.05.2019 ეკოდამცველი მოსწავლეები ადიგენიდან [ვიდეო]

22.05.2019 სცადე მედიაცია – საინფორმაციო შეხვედრა ახალციხელ ბიზნესმენებთან

22.05.2019 რეგიონის მთავარ მეტყევეს ‘ბორჯომის გმირი 2019’ – ის სტატუსი მიენიჭა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სოციალური მეწარმეობით დაინტერესებულ სტუდენტებს სემინარი ჩაუტარდათ
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ კონკურსს იწყებს
სემინარი სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის
სასამართლო მედიატორთა კონკურსი
კონკურსი ახალციხის სკოლებს შორის
ახალციხის სკოლებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
დღეს სამთავრობო კომისია სტრასბურგის მოსამართლეობის ორ კანდიდატს აირჩევს