FM97.5 / LIVE

სკოლებში ექიმები არაა, ბავშვების ექსკურსიებზე მათი წაყვანა კი აუცილებელი ხდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.03.2019
ბავშვის კოდექსის კანონპროექტის თანახმად, ექსკურსიებზე წასულ ჯგუფებს თან ექიმი უნდა ახლდეს. ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული 38 სკოლიდან კი მედიკოსი მხოლოდ ექვს მათგანშია.

სკოლებში ექიმები არაა, ბავშვების ექსკურსიებზე მათი წაყვანა კი აუცილებელი ხდება
ახალციხის მესამე სკოლის ექთანი ლია ნებაძე


ექიმის გარეშე ბავშვების ექსკურსიებზე წაყვანა 2020 წლიდან აიკრძალება. კანონპორექტის თანახმად, თუ სკოლას ექიმი არ ჰყავს, მაშინ ჯგუფს თან უნდა ახლდეს პირი, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში გადამზადებულია. ასეთი პირი შეიძლება იყოს მანდატური, ან მშობელიც კი.

ახალციხის სკოლებში ბავშვების უსაფრთხოების მიზნით კანონის გამკაცრებას მიესალმებიან, თუმცა განსაკუთრებით სოფლების სკოლებში ფიქრობენ, რომ ამისი შესრულება რთული იქნება.

„ექსკურსია ბევრი ტარდება, მაგდენი ექიმი კი არაა. თუ აქცენტი მხოლოდ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში გადამზადებულ პირებზე გაკეთდება, ასე შესაძლოა ექსკურსიების რაოდენობამ არ იკლოს, თორემ ისე ამდენი ექიმის ნახვა ძალიან გაჭირდება“, – ამბობს სოფელ მინაძის საჯარო სკოლის მასწავლებელი დონარი ზედგინიძე.

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი გამოსავალს კოლექტიური ექსკურსიების მოწყობაში ხედავს: „შესაძლებელია გავაკეთოთ კოლექტიური ექსკურია, ერთ შაბათ-კვირას ერთ მარშრუტზე რამდენიმე კლასი გავუშვათ, მეორე შაბათ-კვირას კი სხვა, ან უზრუნველვყოთ ექსკურისიების ისე დაყოფა, რომ თითო ჯგუფს თან თითო გადამზადებული კადრი მაინც ახლდეს“.

არც ახალციხის პირველ და არც მინაძის საჯარო სკოლებს ექიმები არ ჰყავთ.

„აქამდე სადაც მივდიოდით, ყოველთვის თან დამქონდა პირველადი დახმარებისათვის საჭირო ნივთები და მედიკამენტები. ჯერ რაიმე ინცინდენტი არ გვქონია. რა თქმა უნდა, თუ ექსკურსიაზე ბავშვებთან ერთად ექიმიც იქნება, ასე უფრო დაცულად ვიგრძნობთ თავს“, – ამბობს ჟუჟუნა გოგოლაური.

ახალციხის პირველი სკოლა რამდენიმე თვეა ექიმის შტატზე ვაკანსიას აცხადებს, თუმცა მსურველი არავინაა, მინაძის საკოლაში კი ამბობენ, რომ ექიმის აყვანის საშუალება არ აქვთ.

„მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, ექიმთან ერთად სამედიცინო კაბინეტის მოწყობაც გვჭირდება, მაგრამ ამისთვის ფინანსები არ გვაქვს“, – ამბობს მინაძის სკოლის დირექტორი ლია მაჭარაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული 31 სკოლიდან ექიმი მხოლოდ ერთს, აწყურის საჯარო სკოლას ჰყავს. რაც შეეხება ქალაქის შვიდ სკოლას აქ ექიმები მეორე, მესამე და მეექვსე საჯარო სკოლებშია. ახალციხის მეხუთე და ვალის პირველ საჯარო სკოლებში კი ექთნები ჰყავთ.
„რამდენჯერმე დავდე ვაკანსია ექიმის შტატზე, სამწუხაროდ, არავინ შემოვიდა, ამიტომ სკოლას მხოლოდ ექთანი ჰყავს“, – გვითხრა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ.

ექიმის შტატზე ვაკანსიას აცხადებენ ფერსის, ურავლისა და ქალაქ ვალის მეორე საჯარო სკოლებიც, თუმცა ისევე როგორც პირველ და მეხუთე სკოლებში, მსურველები არც ამ შემთხვევებში გამოჩნდნენ.

„ეს რეგიონში ექიმების დეფიციტითაა გამოწვეული“, – ამბობს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე.

სკოლას ექიმისა და ექთნის ანაზღაურებისათვის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში 395 ლარი ერიცხება. სათანადო ფინანსური და მატერიალური რესურსის არსებობის შემთხვევაში, სკოლებს ექიმისა და ექთნის დაქირავება და მათი შრომის ანაზრაურებაც თავად შეუძლიათ. თუმცა, საკუთარი სახსრებით ვერც ექიმს და ვერც ექთანს მცირეკონტიგენტიანი სკოლები ვერ დაიქირავებენ.

„ექსკურსიებისთვის ალბათ, ან ხელშეკრულებას დავდებთ სოფელში არსებულ ამბულატორიულ ცენტრთან, ან კიდევ სხვა ალტერნატიულ მექანიზმებს გამოვიყენებთ“, – ამბობს მინაძის სკოლის დირექოტი ლია მაჭარაშვილი.

ალტერნატირვა კი მანდატურების, ან მშობლების პირველადი სამედიცინო დამხარების აღმოჩენის მიზნით გადამზადებაა. თუმცა მინაძის სკოლაში არც მანდატურები არაა. ამიტომ ასეთ დროს სკოლამ განათლების სამინისტროს უნდა მიმართოს.

გარდა ექსკურსიებისა სკოლებში მედპერსონასლის მუშაობა რომ აუცილებელია, ამაზე ახალციხის მესამე საჯარო სკოლის ექიმი ლია ნებაძე საუბრობს: „ჩემს ფუნქციებში შედის სკოლაში სანიტარულ მდგომარეობის და ბუფეტში საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლი, ასევე, ბავშვებისთვის პირველადი დახმარების გაწევა, გათბობის კონტროლი დერეფანსა და კლასებში, წამლებით მომარაგება, მოსწავლეების ფიზიკურ და ფსიქო-მოტორული განვითარების შემოწმება და მეთვალყურეობაა. ყველა ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ვფიქრობ მედდა და ექიმი ყველა სკოლაში უნდა იყოს“.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სკოლები ექიმის გარეშე
საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა გრძელდება
სკოლები უექიმოდ [Video]
2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება
შესაძლოა სკოლებში ექთნის შტატი აღდგეს
ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები დროებით ქალაქის სხვა სკოლებში ისწავლიან
ახალციხის კერძო და საჯარო სკოლებში 344 პირველკლასელი დარეგისტრირდა