FM97.5 / LIVE

ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს დააფინანსებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 13.03.2019
ახალქალქის ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალური ჯანდაცვის მუხლს ახალი პუნქტები დაემატა. წელს თვითმმართველობიდან ერთჯერადად დამხარების მიღებას ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები შეძლებენ, ასევე, იზრდება შშმ ბავშვების მკურნალობისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობაც.

ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს დააფინანსებენ

სოციალური ჯანდაცვის პროგრამისთვის წელს გათვალისწნებული 220 000 ლარია.

„აქამდე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქალაქეებს არ ვეხმარებოდით, ახლა კი ჩვენ მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები ერთჯერადად 500 ლარის მიღბას შეძლებენ“, – გვითხრა ახალქალაქის მერიის სოციალური უზრუნველყოფის და ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა კლიმენტი ჩტჩიანმა.

გასულ წლებში, ოპერაციის ხარჯებს მერიიდან მხოლოდ სოცილაურად დაუცველებს უფინანსებდნენ, მიმდინარე წელს კი დახმარების მიღებას ქირურგიული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს. ასევე, გაზარდა მერიამ შშმ ბავშვების მკურნალობისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობაც.

„1500 ლარის ფარგლებში შშმ ბავშვებს მკურნალობას, ან ოპერაციას 100 პროცენტით დავუფინანსებთ“, – ამბობს კლიმენტი ჩტჩიანი და ამატებს, რომ საჭიროების შემთხვევაში სოციალური პროგრამისთვის გათვალისწინებული 220 000 ლარის ოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.07.2020 კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11.07.2020 ‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

11.07.2020 11 ივლისს საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია სოციალური პროგრამების ფარგლებში 19 000-მდე მოქალაქეს დაეხმარა ®
ახალციხის მერიამ 8 თვეში სოციალურ პროგრამებისთვის 727 000 ლარის დაფინანსება გასცა ®
ახალციხის  გამგეობაში სოციალური დახმარების გაცემის წესი იცვლება
ახალციხის ბიუჯეტიდან ‘სოფლის პროგრამას’ 100 000 ლარი დაუმატეს
ბორჯომში სოციალური პაკეტის ოდენობა გააორმაგეს
'დემოკრატ მესხთა კავშირი' სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს საჩუქრად წიგნებს გადასცემს
სახალხო დამცველი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა