FM97.5 / LIVE

წყალი, გზა, სასაფლაოს შემოღობვა, სკვერი და ‘ბირჟა’– მთავარი პრობლემები სოფლებში

მთავარისიახლე, ეკონომიკა 13.03.2019
სასმელი წყალი, გზა, სასაფლაოს შემოღობვა, გარე განათება, სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა, სკვერები და თვშეყრის ადგილები – ეს სამცხე–ჯავახეთის სოფლებში მოსახლეობის მიერ რიგით პირველ პრობლემებად დასახელებული საკითხებია.

წყალი, გზა, სასაფლაოს შემოღობვა, სკვერი და ‘ბირჟა’– მთავარი პრობლემები სოფლებში

სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტმა ‘სოფლის პროგრამის’ ფარგლებში 30 სხვადასხვა კატეგორიის 252 პროექტი შეარჩია. მათ განსახორციელებლად რეგიონის მასშტაბით 3 348 000 ლარი დაიხარჯება.

გარდა ადიგენისა, ხუთივე მუნიციპალიტეტში, შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით პროექტების უმრავლესობა სასმელი წყლის სათავე ნაგებობების მოწყობასა და ქსელის რეაბილიტაციას ეხება. ადიგენში კი წყლის პრობლემაზე მეტად ადგილობრივებს მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრქტურა აწუხებთ და შესაბამისად აქ ყველაზე მეტი, 18 პროექტი, შიდა გზების მოხრეშვისთვის განხორციელდება. ადიგენში სულ 56 დასახლებული პუნქტია და პრობლემების რიგითობის მიხედვით გზებს სასმელი და სარწყავი წყლების პროექტები მოსდევს. მუნიციპალიტეტში სასმელი წყლისთვის 13, სარწყავისთვის კი 12 პროექტი განხორციელდება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადიგენისთვის 648 000 ლარი დაიხარჯება.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, 46 დასახლებულ პუნქტში, სასმელი წყლის პროექტების შემდეგ, გზები, გარე განათება, სასაფლაოს ღობის მოწყობა და სარწყავი წყალის სისტემების რეაბილიტაცია მოდის. პროექტების განსახორციელებლად, პროგრამით გათვალისიწნებული 612 000 ლარია.

ბორჯომში 32 დასახლებული პუნქტია. აქ სასმელი წყლის პრობლემის გარდა, სოფლებში მთავარ პრობლემად სკვერების, ატრაქციონებისა და სპორტული მოედნების არ არსებობაც სახელდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის ჯამში 428 000 ლარია გამოყოფილი, რასაც ბორჯომის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100% თანადაფინანსებას - 428 000 ლარს დაამატებს.

რვა პროექტი განხორციელდება სასმელი წყლის პრობლემის გადასაჭრელად ასპინძის მუნიციპალიტეტშიც. ბორჯომისგან განსახვავებით, რიგითობის მიხედვით მეორე ადგილზე აქ თავშეყრის ადგილების, ე.წ. ბირჟების მოწყობა მოდის და ამისთვის მუნიციპალიტეტში ექვსი პროექტი განხორციელდება. 23 დასახლებულ პუნქტში პროგრამიდან გაწერილი 304 000 ლარია.

ნინოწმინდისთვის გათვალისიწნებული 444 000 ლარიდან თანხის უმრავლესობა 31 სოფელში სასმელი წყლის სისტემებისა და გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. ახალქალაქში კი 922 000 ლარი დაიხარჯება და 64 დასახლებულ პუნქტში უმრავლეს შემთხვევებში ასევე, წყლისა და გზების პროექტები განხორციელდება.

სამცხე–ჯავახეთში შერჩეული კატეგორიები და მის მიხედვით განსახორცილებელი პროექტების რაოდენობა:

1.სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 67 პროექტი;
2.გზების რეაბილიტაცია– 52 პროექტი;
3.გარე განათების მოწყობა–31 პროექტი;
4.სასაფლაომდე მისასვლელი გზის/ღობის რეაბილიტაცია –29 პროექტი;
5.სანიაღვრე არხის მოწყობა – 15 პროექტი;
6.სკვერების რეაბილიტაცია –13 პროექტი;
7.საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების რეაბილიტაცია –14 პროექტი;
8.სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია –28 პროექტი;
9.ხიდის რეაბილიტაცია –10 პროექტი;
10.საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა– 6 პროექტი;
11.სპორტული მოედნების მოწყობა –15 პროექტი;
12.სამეურნეო დანიშნულების შენობის აშენება –4 პროექტი;
13.სკოლამდელი დაწესებულების ინვენტარით აღჭურვისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების–8 პროექტი.
14.კლუბისა და კულტურის სახლის რეაბილიტაცია–15 პროექტი.
15.მთაში მისასვლელი გზების მოწყობა – 2 სოფელი;
16.საერთო ნაკვეთის შემოღობვა–1 პროექტი;
17.ეკლესიის მიმდებარედ ტერიტორიის კეთილმოწყობა–1 პროექტი;
18.სველი წერტილის, ბიუვეტის, მოსაცდელისა მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა–1 პროექტი;
19.მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია –1 პროექტი;
20.სოფელში არსებული ხევის რეაბილიტაცია – 1 სოფელი;
21.სოფლის წყაროს მოპირკეთება–1 პროექტი;
22.სპორტული ინფრასტრუქტურა და კულტურის ობიექტის რეაბილიტაცია –1 პროექტი;
23.პირუტყვის წყლის დასლევი ლოკაციის რეაბილიტაცია – 1 პროექტი;
24.სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა– 1 პროექტი;
25.წისქვილის რეაბილიტაცია–1 პროექტი.
26.სოფლის საძოვრებზე პირუტყვის დასარწყლულებელი ადგილების რეაბილიტაცია–1 პროექტი;
27.სოფლის სახლის რეაბილიტაცია –1 პროექტი;
28.სამი მოსაცდელის მოწყობა –1 პროექტი;
29. არსებული ამბულატორიების რეაბილიტაცია –3 პროექტი;
30 .საკანალიზაციო სისტემის მოწყობა–1 პროექტი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოში 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს შეწყდა.. პროგრამა მიზნად ისახავდა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღებაში. თითოეულ სოფელს ცენტრალური ბიუჯეტიდან გარკვეული ოდენობის თანხა ეძლეოდა და ადგილობრივებს თავად უნდა გადაეწყვიტათ, რას მოხმარდებოდა ეს ფული.საქართველოს მთავრობით გადაწყვეტილებით კი 2019 წლიდან პროგრამა ისევ განახლდა.

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ასპინძის საკრებულომ ‘სოფლის პროგრამის’ პროექტები დაამტკიცა
რაში დაიხარჯება 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფული ადიგენის მუნიციპალიტეტში?
უცვლელი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები ასპინძაში [ინფოგრაფიკა]
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა
2014 წელს ახალქალაქს 9 პროექტი დაუფინანსდა
ახალციხის თემში რეგიონული ფონდიდან 11 პროექტი დაფინანსდება
გზა და წყალი – ადიგენის სოფლებში პრიორიტეტების შერჩევა დასრულდა