სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

საპატრიარქო: 'რაც ამჟამად ხდება, არის რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობა'

მთავარისაზოგადოება 27.08.2013
საქართველოს საპატრიარქო სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ფაქტს ეხმაურება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საპატრიარქო: 'რაც ამჟამად ხდება, არის რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობა'
ადიგენის რ-ნის სოფ. ჭელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული ზოგიერთი განცხადება გვაფიქრებინებს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ, ეს მოვლენა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად, მუსლიმთა უფლებების დარღვევად წარმოაჩინონ და ამ განწყობას უღვივებენ ისლამის მიმდევარ უბრალო ხალხსაც.

მივმართავთ ჩვენ სისხლსა და ხორცს, სოფელ ჭელას მუსლიმ ქართველებს, საქართველოს სხვა სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრებ ქართველ და არაქართველ მუსლიმებს: ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც საუკუნეების წინაც კი, როდესაც ჩვენი ერი სხვა და სხვა ისლამური ქვეყნების შემოსევებს უმკლავდებოდა, საქართველოში მცხოვრებ მაჰმადიანებზე ეს არ აისახებოდა და ისინი ასეთ დროსაც კი შევიწროებას არ განიცდიდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ურთიერთობები დღეს უფრო მაღალ საფეხურზეა ასული და ამ დამოკიდებულებას ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ.

ის კი, რაც ამჟამად ხდება, არის რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობა დაახლოებით მსგავსი იმ პროცესებისა, რაც სურდათ განევითარებინათ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში. ამ ძალის მიზანია, როგორმე დააპირისპიროს ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა, ამით კი ეკლესიისა და სახელმწიფოს დისკრედიტაცია მოახდინოს და ამ ფონზე თავისი მიზნები განახორციელოს.

ვინც აღნიშნულ მოვლენებს თვალყურს ადევნებს, შეუძლებელია ეს არ დაინახოს.

თხოვნით მივმართავთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა სულიერ ლიდერებს, ხელი კი არ შეუწყონ, არამედ შეეწინააღდეგონ პროვოკაციულ ქმედებებს როგორც ადიგენში, ისე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. დღეს თქვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება თქვენი სამწყსოს პოზიცია კანონის, სახელმწიფოებრივი ინტერესების და, რა თქმა უნდა, რელიგიური გრძნობების დაცვის საკითხში. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყოველთვის ვცდილობდით და კვლავაც ძალისხმევას არ მოვაკლებთ, რათა ის კეთილი დამოკიდებულება რაც გვაქვს საქართველში მყოფ მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან და მოსახლეობასთან, ასევე ჩვენს მეზობელ მუსლიმურ ქვეყნებთან და მათ სულიერ ლიდერებთან, განვამტკიცოთ.

ამისთვის კი ერთ-ერთ წინაპირობად მიგვაჩნია მომხდარის რეალური მიზეზების სასწრაფოდ დადგენა, უკანონო ქმედებების ჩამდენთა და ვითარების გამწვავებით დაინტერესებულ პირთა გამოვლენა. ამასთან სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომ ყველამ იცოდეს თავისი ქმედებების ზღვარი, რათა არ მოხდეს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ესკალაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

[sknews.ge]


18.01.2018 მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.01.2018 მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

17.01.2018 კლინიკა ‘იმედში’ ახალი სამშობიარო სახლი გაიხსნა

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
ომბუდსმენი: 'დაუსჯელობამ ბიძგი მისცა ახალ ინციდენტს რელიგიურ ნიადაგზე'
დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე სოფელ ადიგენში [Video]
რესპუბლიკელები:'რელიგიური ტოლერანტობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკანონო მშენებლობის დაუყონებლივი დემონტაჟი'
ეროვნულ უმცირესობათა საბჭო განცხადებას ავრცელებს
რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი II]
EMC: რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პრაქტიკა გადასახედია