FM97.5 / LIVE

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.03.2019
დღეს, 13 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, სომხეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტს ქალაქ ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო დროშებით და საპატიო ყარაულით სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია შეხვედრები ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე არარატ მირზოიანთან.

სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრები: კახაბერ ოქრიაშვილი, გივი ჭიჭინაძე, ენზელ მკოიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა.

ვიზიტი ორდღიანია და 14 მარტს დასრულდება.

[sknews.ge]


22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.05.2019 ახალციხელი გიორგი ჩილინგარაშვილი ამერიკული არმიის ოფიცერი გახდა [ფოტო]

22.05.2019 ეკოდამცველი მოსწავლეები ადიგენიდან [ვიდეო]

22.05.2019 სცადე მედიაცია – საინფორმაციო შეხვედრა ახალციხელ ბიზნესმენებთან

22.05.2019 რეგიონის მთავარ მეტყევეს ‘ბორჯომის გმირი 2019’ – ის სტატუსი მიენიჭა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ეწვია
გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში  იმყოფება
საქართველოს დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით  აშშ-ში გაემგზავრა
ანკარაში პრემიერის ვიზიტი დაიწყო
ნიკოლ ფაშინიანი ჯავახეთში სომხურ დიასპორას შეხვდება
თამარ სანიკიძე სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა