FM97.5 / LIVE

ახალციხის ქუჩებში ‘ნაციონალებისა’ და ‘ოცნების’ საარჩევნო პლაკატებს მერია ჩამოხსნის

მთავარისიახლე, პოლიტიკა 12.03.2019
საპრეზიდენტო არჩევნებიდან სამი თვე გავიდა, თუმცა ახალციხის ქუჩებში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატების პლაკატები ისევ გაკრულია.

ახალციხის ქუჩებში ‘ნაციონალებისა’ და ‘ოცნების’ საარჩევნო პლაკატებს მერია ჩამოხსნის

დიდმამიშვილის, შალვა ახალციხელის, ვაჟა ფშაველას, კლდიაშვილის, ივერიელის, რუსთველისა და 9 აპრილის ქუჩები „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კადნიდატის გრიგოლ ვაშაძის პლაკატებისგან ამ დრომდე არ გაუსუფთავებიათ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით ბალიაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც არჩევნები დასრულდა, შტაბის წევრები ქალაქს პერიოდულად ასუფთავებენ: „ჩვენ ვხსნით ყოველდღე, ჩვენი კაცი მუშაობს, სადაც შეხვდება იღებს. მემგონი ჩანს, რომ ქალქში ადგილ-ადგილ მოხსნილია“.

იგივეს აცხადებს, „ქართიული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე. მისი თქმით, სააგიტაციო მასალისაგან ქალაქის გასუფთავება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

საქართველოს სარჩევნო კოდექსის 46 მუხლის მერვე ნაწილის თანახმად „შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა: წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკიდრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“.

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ნომებრის არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ოფიციალურად ძალაში 2018 წლის 14 დეკემბერს შევიდა. მას შემდეგ 15 დღის ვადაში სააგიტაციო მასალა ქალაქში მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს.

„საარჩევნო კოდექსი სააგიტაციო მასალის ჩამოუხსნელობის შემთხვევაში ზუსტად სანქციას არ ითვალისიწნებს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ვიხელმძღვანელოთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლით, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და ჯარიმას 50 ლარს ითვალისწინებს. ამ მუხლით სახელმწიფოს მათთვის სანქციების დაკისრება შეუძლია“, – ამბობს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტის რატი თინიკაშვილი.

ახალციხის მერიას ამ დრომდე სამართალდარღვევის ოქმი არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და არც „ქართული ოცნებისთვის“ შეუდგენია. მერია პლაკატებისგან ქუჩების გასუფთავებას თავად, დასუფთავების აქციის ფარგლებში აპირებს: „მომავალ კვირაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების აქცია გაიმართება და ამ აქციის ფარგლებში ქუჩებს სააგიტაციო მასალებისგანაც გავწმენდთ“.

ახალციხის ქუჩებში ‘ნაციონალებისა’ და ‘ოცნების’ საარჩევნო პლაკატებს მერია ჩამოხსნის

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


20.03.2019 ზარზმაში სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

19.03.2019 პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებებია – სამინისტრო მშობლებს მიმართავს

14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.03.2019 სახანძრო უსაფრთხოება – რა მდგომარეობაა სკოლებში, ბაღებსა და სასტუმროებში

19.03.2019 'ყველას მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით'– მიქუტიშვილის ქუჩაზე დახმარებას ითხოვენ

19.03.2019 სურსათის სააგენტომ ახალციხის პირველი სკოლის სასადილო შეამოწმა

19.03.2019 ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიამ პარტიების დაჯარიმების ნაცვლად ქუჩები პლაკატებისგან თვითონ გაწმინდა
ბორჯომის ქუჩებს  საარჩევნო  მასალებისგან ასუფთავებენ
‘ოცნებას’ ახალციხეში ზურაბიშვილის პლაკატებისგან ქუჩების გასუფთავება ჯერ არ დაუწყია
არჩევნების კვალი ახალციხეში  – ვინ უნდა გაასუფთაოს ქალაქი ‘პლაკატებისგან’[Photo]
პლაკატების ნარჩენები ქალაქში – ელით თუ არა პარტიებს დაჯარიმება
ოპოზიციური პარტიები ქუჩების სააგიტაციო მასალებისგან გაწმენდას ხვალ დაიწყებენ
'ქართულმა ოცნებამ' ქუჩების საარჩევნო მასალებისგან გასუფთავება დაიწყო [Photo]