FM97.5 / LIVE

ახალციხელმა ახალგაზრდებმა ესეების კონკურსში გაიმარჯვეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.03.2019
დღეს 12 მარტს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ესეების კონკურსში გამარჯვებულ ახალციხელ ახალგაზრდებს მედლები გადასცა.

ახალციხელმა ახალგაზრდებმა ესეების კონკურსში გაიმარჯვეს

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ესეების კონკურსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარდა. კონკურსში სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ანა ჰარუთუნიანმა და ახალციხის კერძო სკოლა „მზექას“ მეთორმეტე კლასის მოსწავლე ნიკა ქურდაძემ გაიმარჯვა.

„თემა იყო იყო საქართველო დამოუკიდებლობიდან 100 წლის შემდეგ. მე ავირჩიე ეთნიკური უმცირესობების ადაპტირების პროცესზე, როდესაც პარლამენტი დამტკიცდა იყვნენ თუ არა ჩართულები ეთნიკრი უმცირესობები. ისტორიული ნაწილიც იყო და თანამედროვეობაც“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ანა ჰარუთუნიანი.

„ჩემი საკონკურო თემა დამფუძნებელი კრების უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ეხებოდა“, – ამბობს ახალციხის კერძო სკოლა „მზექას“ მეთორმეტე კლასის მოსწავლე ნიკაქურდაძე.

საზეიმო ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში გაიმართა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიხსნა 12:10 წუთზე, იმ დროს, როცა 100 წლის წინ დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიმართა.

"დამფუძნებელმა კრებამ საფუძველი ჩაუყარა ქართულ პარლამენტარიზმს, მან სიმბოლურად განასახიერა ქართული საზოგადოების ლტოლვა დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისაკენ" – განაცხადა შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მერიის წარმომადგენლები სხვა მაღალი რანგის სტუმრები და სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალციხელმა ახალგაზრდებმა ესეების კონკურსში გაიმარჯვეს
ანა არუთუნიანი


[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ავანგარდი: 'საქართველოს დამფუძნებელი კრების ნაბიჯები' [Audio]
დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი – სამოქალაქო კვირეული ახალციხეში
FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის
ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს
1919 წლის არჩევნები სამცხე–ჯავახეთში
სტუმარი მინისტრი და პრემიერის წერილი - სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის 25 წლის იუბილე
ახალციხეში გაზეთ ‘ლიტერატურული მესხეთის’ საიუბილეო საღამო გაიმართა