FM97.5 / LIVE

‘პროპაგანდას სიმართლით დავუპირისპირდებით’– ახალი პროექტი ევროინტეგრაციის შესახებ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 12.03.2019
„ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ საქართველოს ათ რეგიონში პროექტის განხორციელებას იწყებს, რომლის მიზანიც, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა იქნება.

‘პროპაგანდას სიმართლით დავუპირისპირდებით’– ახალი პროექტი ევროინტეგრაციის შესახებ

პროექტის პრეზენტაცია „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლებმა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, დღეს, 12 მარტს გამართეს. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც მიზნად რეგიონებში დასავლური ინტეგრაციის პროცესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულებას ისახავს მიზანად. ჩვენ გვსურს, რომ ამ პროცესში მოსახლეობისგან გაცნობიერებული მხარდაჭერა მივიღოთ. პროპაგანდასა და ცრუ ინფორმაციას არა პროპაგანდით, არამედ მართალი ინფორმაციით დავუპირისპირდებით“, – ამბობს „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელი სამცხე–ჯავახეთში თეონა ზურაბაშვილი.

საინფორმაციო ცენტრს ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონული ბიურო ექნება და სხვადასხვა სოფელში ჯამში 504 სამუშაო შეხვედრას ჩაატარებს. სამცხე–ჯავახეთში 18 თვის განმავლობაში მსგავსი ტიპის 72 შეხვედრა გაიმართება. პროექტის ფარგლებში, ათივე რეგიონში, ასევე, შერჩეულია 20 მედია გამოცემა, მათ შორის ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოქმედი საინფორმაციო სააგენტოები.

„ეს არის რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის პროცესი, მოწინააღმდეგე მხარეს მდგომი რუსეთის ფედერაცია რაოდენობრივად და ფინანსურად ჩვენზე გაცილებით ძლიერია. ჩვენი მიზანი კი ის არის, რომ საინფორმაციო ბრძოლაში ხელისუფლება არ აღმოჩნდეს მარტო“, – ამბობს საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინი.

პროექტი „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი აშშ დოლარია.

‘პროპაგანდას სიმართლით დავუპირისპირდებით’– ახალი პროექტი ევროინტეგრაციის შესახებ

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.05.2019 ახალციხელი გიორგი ჩილინგარაშვილი ამერიკული არმიის ოფიცერი გახდა [ფოტო]

22.05.2019 ეკოდამცველი მოსწავლეები ადიგენიდან [ვიდეო]

22.05.2019 სცადე მედიაცია – საინფორმაციო შეხვედრა ახალციხელ ბიზნესმენებთან

22.05.2019 რეგიონის მთავარ მეტყევეს ‘ბორჯომის გმირი 2019’ – ის სტატუსი მიენიჭა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ადიგენში ევროინტეგრაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა [R]
ახალქალაქში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
შეხვედრები ახალციხეში საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში
სამცხე–ჯავახეთში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ოფისი გაიხსნება
უვიზო მიმოსვლის შესახებ ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოში ნატოს დღეები დაიწყო
კვირის აქცენტი: 'ევროპის დღეები' სამცხე-ჯავახეთში [ვიდეო]