FM97.5 / LIVE

'ეტყობა ბევრი დაიკლა და ფილტრმა არ იმუშავა'– მდინარის დაბინძურების ფაქტს მესამედ შეისწავლიან [Video]

მთავარისიახლე, სამართალი 11.03.2019
ახალციხის აგრარულ ბაზარში მდებარე სასაკლაოდან მდინარე ფოცხოვში სისხლიანი წყალი ჩადის. ბაზრის მენეჯერი ამბობს, რომ შესაძლოა ერთდროულად ბევრი საქონელი დაიკლა და ფილტრმა გაწმენდა ვეღარ შეძლო.

'ეტყობა ბევრი დაიკლა და ფილტრმა არ იმუშავა'– მდინარის დაბინძურების ფაქტს მესამედ შეისწავლიან [Video]

„სამხრეთის კარიბჭემ“ სასაკლაოს შენობიდან მილით გამოსული სისხლიანი წყალი, რომელიც მდინარე ფოცხოვში ჩაედინება ცხრა მარტს, დღის მეორე ნახევარში გადაიღო.



„ხანდახან, როცა ბაზრობის დღეა და ბევრი საკლავია გაფილტვრას ვერ ასწრებს. ახლავე შევამოწმებთ. წყალში ერთი წვეთი სისხლიც, რომ მოხვდეს, ფერს იცვლის, თუმცა მისი მდინარეში გაშვება საზიანო არ არის“, – ამბობს ახალციხის აგრარული ბაზრის მენეჯერი ვახტანგ ქართველიშვილი.

მისი თქმით, სასაკლაო გამართულად მუშაობს, დაკლული საქონლის სისხლი სპეციალურ ფილტრებში გადის: „უბრალოდ წითელი ფერია, თორემ სისხლი ფილტრებში იწმინდება. სპეციალური მანქანა გვყავდა და ფილტრები გავასუფთავებინეთ. ჭის წყალი გვაქვს, რომელიც 24 საათი ჩართულია, მდინარეში უსაფრთხო წყალი ჩადის“.

გარემოსდაცივითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სასკლაოს მილიდან გასული წყლის ნიმუში დღეს, 11 მარტს, „სამხრეთის კარიბჭიდან“ შესული ინფორმაციის შემდეგ აიღო. უწყებაში ამბობენ, რომ პასუხი, დაახლოებით, ერთ კვირაში იქნება ცნობილი: „ადგილზე შევამოწმეთ, წესის მიხედვით სამი სალექარი აქვს სასაკლაოს, ნიმუში ავიღეთ, შესაძლოა მდინარეში დაბინძურებული წყალი არ ჩადიოდეს, გავარკვევთ“.

ახალციხის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე სასაკლაო მესამე წელია ფუნქციონირებს. საქონელს აქ ყოველდღე კლავენ. შპს „ირქას“ მდინარე ფოცხოვში დაკლული საქონლის სისხლის და ფეკალიების ჩაშვების გამო, ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამართალდარღვევის ოქმი არაერთხელ შეუდგინა.

'ეტყობა ბევრი დაიკლა და ფილტრმა არ იმუშავა'– მდინარის დაბინძურების ფაქტს მესამედ შეისწავლიან [Video]

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.05.2019 ახალციხელი გიორგი ჩილინგარაშვილი ამერიკული არმიის ოფიცერი გახდა [ფოტო]

22.05.2019 ეკოდამცველი მოსწავლეები ადიგენიდან [ვიდეო]

22.05.2019 სცადე მედიაცია – საინფორმაციო შეხვედრა ახალციხელ ბიზნესმენებთან

22.05.2019 რეგიონის მთავარ მეტყევეს ‘ბორჯომის გმირი 2019’ – ის სტატუსი მიენიჭა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაზარში, სასაკლაოზე დაკლული საქონლის სისხლი მდინარეში ჩადის [Video]
ახალციხის ბაზარში სასაკლაოს მდინარის დაბინძურებისთვის მეოთხედ დააჯარიმებენ
მდინარის დაბინძურების გამო ახალციხის სასაკლაოს დააჯარიმებენ
სასაკლაოზე დაკლული ცხვრის სისხლი მდინარე ფოცხოვში ჩადის [Video/Photo]
ახალციხის ბაზარში მდებარე სასაკლაო მეოთხედ დააჯარიმეს
ახალციხის ბაზარში სასაკლაო გარემოს ფეკალური მასებით აბინძურებს
ახალციხის ბაზარში სასაკლაო ფეკალიებით გარემოს  დაბინძურებისთვის მეორედ დააჯარიმეს