FM97.5 / LIVE

ვინ გათავისუფლდება ადმინისტრაციული ჯარიმებისგან

მთავარისიახლე, სამართალი 11.03.2019
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს, 11 მარტს, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროქტის განხივლას იწყებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს.

ვინ გათავისუფლდება ადმინისტრაციული ჯარიმებისგან

კანონპროექტის მიხედვით, ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და მათ მიმართ შესაბამისი დადგენილება არ აღსრულებულა.

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან:

სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები, რომელთა ოჯახის სოციალურ ეკომონიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია.

მოვალე პენსიონერები;

დევნილები;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

ომის და სამხედრო ძალების ვეტერანები;

მარტოხელა მშობლები.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტის მიღებით დაიზოგება ერთ სააღსრულებო საქმეზე გასაწევი, დაახლოებით 14.22 ლარი. ჯამში, კანონპროექტის მიღებით დაიზოგება 38 140 სააღსრულებო საქმეზე გასაწევი ხარჯი, დაახლოებით 542 350.8 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ავტორები საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო არიან, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობა.

[sknews.ge]


22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.05.2019 ახალციხელი გიორგი ჩილინგარაშვილი ამერიკული არმიის ოფიცერი გახდა [ფოტო]

22.05.2019 ეკოდამცველი მოსწავლეები ადიგენიდან [ვიდეო]

22.05.2019 სცადე მედიაცია – საინფორმაციო შეხვედრა ახალციხელ ბიზნესმენებთან

22.05.2019 რეგიონის მთავარ მეტყევეს ‘ბორჯომის გმირი 2019’ – ის სტატუსი მიენიჭა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სესიაშვილი თავისი კანონპროექტის განხილვის გადადებას ითხოვს
ახალციხეში ‘სპორტის შესახებ’ კანონპროექტის განხილვა გაიმართება
სავალდებულო სამხედრო სამსახურის არგავლის გამო შესაძლოა, საჯარო სამსახურში დასაქმება შეიზღუდოს
საარჩევნო სპეცუბნები უქმდება
სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისთვის შესაძლოა სანქციები დაწესდეს
ცხოველების წამებაზე სასჯელი მკაცრდება
ბორჯომში სოციალური პაკეტის ოდენობა გააორმაგეს