FM97.5 / LIVE

რუსუდან გოცირიძე: 'ჭელას ამბავი ძალიან გამორჩეული და განსაკუთრებულია'

მთავარისაზოგადოება 27.08.2013
'არა და შეიძლებოდა ამ დაძაბულ რელიგიურ ფონზე სოფელი ჭელა გამხდარიყო რელიგიური ჰარმონიის საოცარი მაგალითი, სადაც მუსლიმები ტაძრის აშენებაში ეხმარებიან ქრისტიანებს და ქრისტიანების გვერდით მუსლიმები ლოცულობენ თავის სალოცავში...' - ამბობს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის უმცირესობების საკითხების ექსპერტი რუსუდან გოცირიძე.

რუსუდან გოცირიძე: 'ჭელას ამბავი ძალიან გამორჩეული და განსაკუთრებულია'
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მომხდარს რუსუდან გოცირიძე ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება.

"ჭელას ამბავი ძალიან გამორჩეული და განსაკუთრებულია. აქ ადგილობრივების დაპირისპირება ვერ მ ო ხ ე რ ხ დ ა!!! დიდი მადლობა ჩემს რაჭველებს ამისათვის. ამ მინარეთის დემონტაჟისათვის ხელმოწერებიც კი ვერ შეაგროვეს სოფელში.

არა და შეიძლებოდა ამ დაძაბულ რელიგიურ ფონზე სოფელი ჭელა გამხდარიყო რელიგიური ჰარმონიის საოცარი მაგალითი, სადაც მუსლიმები ტაძრის აშენებაში ეხმარებიან ქრისტიანებს და ქრისტიანების გვერდით მუსლიმები ლოცულობენ თავის სალოცავში...

კანონის დაცვა კარაგი რამეა. ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა!!!! ოღონდაც არა ალაგ-ალაგ. სამართალდამცავები უნდა იცავდნენ კანონს, ოღონდაც ყოველთვის და ყველგან. ნიგვზიანში რატომ არავინ დაიცვა ბატონი სულიკოს ოჯახი? იქ ადამიანი იყო დასაცავი, იქ დასაცავი იყო იმ ოჯახის პატარა შვილიშვილები, რომლებსაც ალბათ დღესაც ესიზმრებათ თავისი მეგობრების მშობლები როგორ მოუცვივდნენ ეზოში და ბებია უცემეს... სამთაწყაროში ბიუროკრატიული დარღვევები კი არა პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულის მოწმეები ვიყავით. კანონი თუ დედოფლისწყაროშიც იგივე კანონია რაც ადიგენში, მაშინ ქალბატონი ნადირაშვილი და ბატონი ირაკლი შიოლაშვილი სულ ცოტა საკუთარ სავარძლებში აღარ უნდა ისხდნენ (ქალბატონ გულიკოს ალბათ არ აქვს ისეთი რბილი სავარძელი, როგორც ბატონ ირაკლის, მაგრამ მაინც).

კანონი უნდა დაიცვას სახელმწიფომ!!! მაგრამ კანონს და სახელმწიფოს არ ედარდება ის, რომ შეიძლება ადამიანები რელიგიური ნაგებობის აღმართვის უფლებას წლობით ცდილობენ მიიღონ. ინსტანციიდან ინსტანციაში უწევთ სირბილი, მერე დიდი ბლაღოჩინების მოსაცდელებში მათი მდივნებისაგან შეურაცხყოფის მოსმენა, თუკი კაბინეტამდეც მიაღწიეს მერე უკვე მათგანაც, ან უბრალოდ ყოველი ახალი კაბინეტის შემდეგ სულ უფრო დახლართულ ბიუროკრატიულ ლაბირინთში ეხვევიან... უკანონოდ აუშენებიათ თურმე მეჩეთი და მინარეთი ჭელელებს.... არ უნდა აეშენებინათ... მათ ადგილას ჟურნალისტს ამოვიყენებდი გვერდში და დავაფიქსირებდი ყველა უარსა და ყველა შეურაცხყოფას... მაგრამ რად გინდა რა... ვის აუჩუყებ გულს კანონი კანონია. უარს გეუბნებიან და თანაც კანონის ფარგლებში და შენც უნდა მოიქცე კ ა ნ ო ნ ი ე რ ა დ.

კანონი უნდა დაიცვას სახელმწიფომ!!! ადამიანის უფლებები უნდა დაიცვას სახელმწიფომ, მით უფრო, როცა პირობას მისცემ ადამიანებს, რომ თმის ღერი არ ჩამოგივარდებათო. თუკი კანონდამცავი სტრუქტურები ადიგენშიც და თბილისშიც ერთი და იგივე ინსტიტუციის წარმომადგენლები არიან, მასინ კარგი იქნებოდა მსგავსი მოწადინებით 17 მაისს გამოსულიყვნენ.

შერჩევითი სამართალი, საზოგადოების სიბეცე და პოლიტიკოსების უნამუსობა დაგვღუპავს ჩვენ..." - წერს რუსუდან გოცირიძე.

შეგახსენებთ, ჭელის საკითხზე რუსუდან გოცირიძეს "სამხრეთის კარიბჭე" ერთი თვის წინ ესაუბრა.

„ადგილობრივი მუსლიმები სოფელში მართლმადიდებლებს ტაძრის მშენებლობაში ეხმარებიან. თუ ახლა მართლმადიდებლები მათ მინარეთის ლეგალურად დარეგისტრირებაში მიეხმარებიან, ეს სოფელი, მთელი ქვეყნისთვის, საუკეთესო მაგალითად იქცევა“, - გვითხრა მაშინ რუსუდან გოცირიძემ.

[sknews.ge]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

როგორ შეიძლება იქცეს სოფელი ჭელა კარგ მაგალითად
ჭელაში მცხოვრები - მინარეთის დასანგრევად ხელი ჩემს ნაცვლად მოაწერეს
ვინ და რატომ გეგმავს ადიგენში აქციის გამართვას?
ჭელაში მცხოვრები მუსლიმები ფიქრობენ, რომ ქრისტიანები არ დაუპირისპირდებიან
რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი II]
გიორგი კოპაძე: ‘მეჩეთები ყველა სოფელში უნდა ჰქონდეთ, სადაც მუსლიმები არიან’
ადიგენში მართლმადიდებლებმა აქცია გამართეს