FM97.5 / LIVE

ბორჯომში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები განახლდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 09.03.2019
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომში, პლატოს ტარიტორიაზე, სანიტარული ჭრები მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

ბორჯომში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები განახლდება
სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა და სანიტარული ჭრების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„ხშირ შემთხვევაში სანიტარული ჭრები საზოგადოების მწვავე განხილვის საგანია და ტყის არამიზნობრივ ჭრასთან ასოცირდება. სანიტარული ჭრების დანიშნულებაა დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღება. ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება განაპირობებს მავნებელ-დაავადებების გავრცელებას, – აცხადებენ სატყეო სააგენტოში.

სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამია Ips typographus მასიურადაა გავრცელებული.

ეროვნულ სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ 2013 წელს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე არსებულ ტყეებში 26000 ჰა ფართობზე, განხორციელდა ტყეებში მავნებლის გავრცელების შესწავლა. მიღებული დასკვნების საფუძველზე დაიგეგმა ბრძოლის ღონისძიებები. განთავსდა ფერომონიანი მწერმჭერები, სადაც მუდმივად ტარდებოდა მონიტორინგი, მწერმჭერებში მავნებლის შეგროვება და განადგურება. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება 2019 წელსაც.

სულ 2013-2018 წლებში დაჭერილი და განადგურებული იქნა 15 მილიონამდე ქერქიჭამია.

ასევე, აუცილებელია ხმელი და დაავადებული ხეების ფართობიდან გამოტანა, რაც ხორციელდება სანიტარული ჭრების საშუალებით. ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, სანიტარულ ჭრებს 2016 წლიდან 269 ჰა ფართობზე ახორციელებს.

„ჩვენი მიზანია მოსახლოებას მუდმივად მივაწოდოთ განახლებული ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობაზე და განსაკუთრებით ამ ტერიტორიაზე განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რადგან მათი ჩართულება გახლავთ უპირატესი ჩვენი საქმიანობის წარმატებით განხორციელებისათვის“, – ამბობს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი.

სააგენტოში აცხადებენ, რომ სანიტარული ჭრის ჩატარების შემდეგ, ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესება საგრძნობლადაა შესამჩნევი. ასევე მეტყევე სპეციალისტების მიერ, ხორციელდება ტყის აღდგენის ღონისძიებები. 2017 წლიდან მიმდინარეობს ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა 27,7 ჰა ფართობზე. ამ ღონისძიებების შემდეგ ხდება ტყეებში სანიტარული ჭრების შედეგად გამოთავისუფლებული ადგილების შევსება და შესაბამისად, ტყის კორომების შემადგენლობის გაუმჯობესება.

[sknews.ge]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

წაღვერის მიმდებარედ სანიტარული ჭრები მიმდინარეობს
სააგენტო: სამცხე–ჯავახეთის ტყეებში ქერქიჭამია მასობრივადაა გავრცელებული
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები იწყება
სამცხე–ჯავახეთის ტყეებში 1000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსეს
ბორჯომის პლატოზე სანიტარული ჭრები იწყება
ეროვნული სატყეო სააგენტო: სამცხე–ჯავახეთის ტყეებში მავნებლის ინტენსივობა შემცირებულია
გარემოს დაცვის სამინისტრომ ბორჯომში ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების მონიტორინგი განახორციელა