FM97.5 / LIVE

ახალციხიდან ვესტონამდე – ამერიკული ჯარის ქართველი ოფიცერი

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.03.2019
23 წლის გიორგი ჩილინგარაშვილი ორ თვეში ამერიკული ჯარის ოფიცერი ხდება. ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლე 17 წლის იყო, როცა ოჯახმა საცხოვრებლად კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ვესტონში წაიყვანა.

ახალციხიდან ვესტონამდე – ამერიკული ჯარის ქართველი ოფიცერი

ახალციხელი გიორგი ჩილინგარაშვილი ექვსი წელია კონექტიკუტის შტატში ცხოვრობს. უნივერსიტეტი ციფრული მარკეტინგისა და ანალიტიკის სპეციალობით რამდენიმე თვის წინ დაამთავრა, ახლა ამერიკულ ჯარში წვრთნებს გადის და მალე ოფიცერი გახდება. როგორც თავად ამბობს, სამხედრო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იგი ამერიკულ ჯარში რიგით მეხუთე ქართველი ოფიცერი იქნება.

„მესხები ყოველთვის წინა ხაზზე ვიბრძოდით, ამიტომ გადავწყვიტე ჯარში წასვლა. 21 წლის ასაკში შევედი ამერიკის ნაციონალურ გვარდიაში რიგით ჯარისკაცად. ორმაგი მუშაობა გიწევს, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე ოფიციერი ხდები. ნდობის მოპოვებისთვისაც მეტი ძალისხმევა გჭირდება. ამას დიდი შრომის შედეგად მივაღწიე“, – ამბობს გიორგი.

ამერიკაში მამამ წაიყვანა. ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობდა, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოდან წასვლა მოუწია, მეთორმეტე კლასი ამერიკულ სკოლაში დაამთავრა. ამბობს, რომ ბევრი სირთულე გადალახა. სწავლის პარალელურად ყოველდღიურად მუშაობდა, ხან მაკდონალდსში, ხან სხვა კაფესა და მაღაზიაში. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული დღე ჰქონდა, ვარჯიშსაც ახერხებდა: „ახალციხეში კარატეზე დავდიოდი, მეორე ადგილი მაქვს აღებული ევრაზიის ჩემპიონატში. საქრთველოს ჩემპიონატზეც ყოველთვის პრიზიორი ვიყავი. ამერიკაში ვჭიდაობდი, შემდეგ გადავედი წესების გარეშე ბრძოლაზე, პირველივე ბრძოლაში 32 წლის საზღვაო ქვეითი დავამარცხე 38 წამში. შეჯიბრზე ქართული დროშით გამოვდივარ“.

ახალციხიდან ვესტონამდე – ამერიკული ჯარის ქართველი ოფიცერი

23 წლის გიორგი ჩილინგარაშვილი სპორტში ახლაც აქტიურად ვარჯიშობს, თუმცა იმის გამო, რომ ჯარში წვრთნებს გადის, შეჯიბრებებზე გასვლას ვერ ახერხებს.

„ოთხი წელი ვიმსახურებ ოფიცრის პოზიციაზე. სავარაუდოდ ევროპაში გამაგზავნიან სამშვიდობო მისიით, ბაზაზე გამამწესებენ და ქვეითთა ბრიგადაში ოცმეთაური ვიქნები. პარარელურად ვვარჯიშობ, მინდა სპეცრაზმის ოფიცერი გავხდე“, – ამბობს გიორგი და ამატებს, რომ მომავალში უფრო დიდი გეგმები აქვს, იცის რომ ამ გზის გავლა ადვილი არ იქნება, თუმცა დარწმუნებულია, რომ წარმატების მიღწევას შეძლებს: „ყოველთვის მადლობელი ვარ რაც მაქვს, მაგრამ კმაყოფილი არადროს ვყოფილვარ მიღწეულით, სულ წინ მინდა რომ ვიარო. ჩემი ოცნებაა პოლიტიკოსი და ბიზნესმენი გავხდე“.

ახალციხიდან ვესტონამდე – ამერიკული ჯარის ქართველი ოფიცერი

კონექტიკუტის შტატში გიორგი დედ–მამასთან და უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობს. „გასულ წელს ჩემი ძმაც ჯარისკაცი გახდა, პარალელურად უნივერსიტეტში სწავლობს, ჯარი მოსწონს, მაგრამ სამოქალაქო ცხოვრებითაც უნდა რომ იცხოვროს, ვნახოთ მომავალში რას გადაწყვეტს“.

გიორგი იმედოვნებს, რომ როცა სკმარის გამოცდილებას დააგროვებს, სამშვიდობო მისიით საქართველოშიც გამოგზავნიან.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი გიორგი ჩილინგარაშვილი ამერიკული არმიის ოფიცერი გახდა [ფოტო]
 'ქართული ჯარი არის ერთ-ერთი სამაგალითო, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ დასავლური სამყაროსთვის' [R]
14 წლის ახალციხელი გიორგი შეგროვებული ფულით სარალიძის მოსანახულებლად წავიდა
'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'–  ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]
კრივის ჩემპიონატის ქართველი გამარჯვებული ამერიკაში
'მე გავაკეთე ჩემი არჩევანი: ჩავიცვი ფორმა, რომ ვყოფილიყავი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგითი ჯარისკაცი'
სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა