FM97.5 / LIVE

‘ეს კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანია’– სტუდენტები პატრიარქთან დასალოცად მიდიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.03.2019
10 მარტს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ჩასულ სტუდენტებს დალოცავს. პატრიარქთან დასალოცად ახალგაზრდების წაყვანას ორგანიზებას სტუდენტური თვითმმართველობები უწევენ. სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტიდან თბილისში 300–მდე სტუდენტი წავა.

‘ეს კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანია’– სტუდენტები პატრიარქთან დასალოცად მიდიან

პატრიარქისგან ლოცვა–კურთხევის მიღება ხუთ მარტს დაიგეგმა.

„ამ დღეს სტუდენტურ ორგანიზაციათა ასოციაციის“ ფარგლებში სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები პატრიარქს შევხვდით და მისგან ავიღეთ ლოცვა–კურთხევა, რომ კვირას, ქვეყნის მასშტაბით ათი ათასამდე სტუდენტს უშუალოდ დაგვლოცავს. ჩვენი უნივერსიტეტიდან 300 სტუდენტის შეკრებას და წაყვანას ვგეგმავთ“, – გვითხრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა მირზა ბურძენიძემ.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მაკა ბერიძის თქმით, სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯებს „სტუდენტურ ორგანიზაციათა ასოციაცია“ უზრუნველყოფს: „ამ ორგანიზაციაში წევრობისთვის უნივერსიტეტმა 2 000 ლარი გაიღო. სტუდენტების ტრანსპორტირება ამ თანხით მოხდება, თუმცა, თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდება, მსურველ სტუდენტებს ჩვენი ავტოტრანსპორტით ჩავიყვანთ“.

სტუდენტები ამბობენ, რომ პატრიარქისგან ლოცვა–კურთხევის მიღება მათთვის სიხარულის მომტანია: „პატრიარქის დალოცვის უშუალო მომსწრენი თუ გავხდებით, ჩვენი სიხარული გაათმაგდება. მისი დალოცვა მეტად მნიშვნელივანია ჩვენი წარმატებული სტუდენტობისთვის, ასევე, ეს მნიშვნელოვანია კარიერული წინსვლისთვის“, – გვითხრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის პირველი კურსის სტუდენტმა მიშო დარბაიძემ.

კვირას პატრიარქის ლოცვა–კურთხევის მისაღებად მიდის სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ანა არუთუნიანიც: „მე კათოლიკე ვარ, მაგრამ ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის პატრიარქის ლოცვა–კურთხევის მიღება სასიხარულო იქნება“.

თბილისში ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩასული სტუდნეტები ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბებიან და აქედან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობას გამართავენ. მსვლელობა ექვს საათზე დაიწყება.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები პატრიარქს შეხვდნენ
ახალქალაქში უნივერსიტეტის შენობაში სტუდენტები სასადილოს მოწყობას ითხოვენ
უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის წევრები შეარჩიეს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ‘ეტალონი სტუდენტი’ გამოვლინდა

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი მირზა ბურძენიძე გახდა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები საყდრისის აფეთქებას აპროტესტებენ