FM97.5 / LIVE

თვითმმართველობების საჩუქრები ქალებს [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.03.2019
რვა მარტის აღსანიშნავად ახალციხის მერიამ მრავალშვილიან დედებს საოჯახო ნივთები აჩუქა, ბორჯომის მერიამ სხვადასხვა სფეროში აქტიურ ქალებს ‘საპატიო სიგელები’ და ყვავილები გადასცა, ასპინძისა და ადიგენის თვითმმართველობებმა კი კონცერტებს ორგანიზება გაუწიეს.

თვითმმართველობების საჩუქრები ქალებს [Photo]

ახალციხეში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ქალები სახლებში მოინახულეს და მათ საჩუქრად ყვავილები, ასევე, საოჯახო ნივთები გადასცეს. როგორც ახალციხის მერიაში ამბობენ, სარვამარტო საჩუქრები 35 მრავალშვილიან დედას გადაეცა: „ისეთი ქალები დავასაჩუქრეთ, რომლებსაც ხუთი ან მეტი შვილი ჰყავთ. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 000 ლარი დაიხარჯა.

თვითმმართველობების საჩუქრები ქალებს [Photo]

რვა მარტთან დაკავშირებით, ასპინძის კულტურის ცენტრში საზეიმო კონცერტი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ,,ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება - კულტურის ცენტრის“ თანამშრომლები. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილები გადაცეს, მეეზოვე ქალებს, სასწრაფო დახმარებისა და ,,უნიმედი სამცხე ასპინძის სამედიცინო ცენტრის“ მედ-პერსონალსა და აქ მყოფ პაციენტ ქალებს. აღნიშნული ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 800 ლარი დაიხარჯა.

თვითმმართველობების საჩუქრები ქალებს [Photo]

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა, სადაც ადგილობრივმა შემსრულებლებმა, სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. მერიის წარმომადგენლებმა, ასევე ყვავილები გადასცეს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელებს. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ ღონისძიებისთვის 700 ლარი დახარჯა.

თვითმმართველობების საჩუქრები ქალებს [Photo]

რაც შეეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას, აქ სხვადასხვა სფეროში საკუთარი საქმიანობით გამორჩეული 15 ქალი ქალი „საპატიო სიგელებით“ და ყვავილებით დააჯილდოვეს. ღონისძიებას წინ „დამფუძნებელი კრების წევრი ქალების 1919-1921“ ფოტო-გამოფენა უძღოდა.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თვითმმართველობების წარმომადგენლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს
თვითმმართველობების წარმომადგენლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს
მერიის სარვამარტო საჩუქრები  [Photo]
2018 წელს ასპინძაში კულტურული ღონისძიებებისთვის 20 000 ლარზე მეტი დაიხარჯა
'ბურჭულაძის ფონდის' მილოცვა ქალებს [Photo]
ყვავილები, საჩუქრები, კონცერტი და სადილი – ტრადიციული 9 მაისი [Photo]
როგორ აღნიშნეს მესხეთში დედის დღე