FM97.5 / LIVE

ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა მოსამართლეს პატიმრობის შეფარდება სთხოვა

მთავარისიახლე, სამართალი 08.03.2019
ბაკურიანში, ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის ბიჭს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღინისძიებად პატიმრობა შუფარდა. ბრალდებულმა სასამართლოსთან პატიმრობის თხოვნით იშუამდგომლა.

ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა მოსამართლეს პატიმრობის შეფარდება სთხოვა

29 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულ ი.ბ–სთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დღეს, რვა მარტს, იმსჯელა.

სხდომაზე, პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება თხოვა. მისი თქმით, ი.ბ–მ გამოძიების დასრულებამდე შესაძლოა მოწმეებზე გავლენა მოახდინოს და მიიმალოს: „ამ ყველაფერს ის გვარემოებაც გვაფიქრებინებს, რომ ბრალდებულმა ჩადენილი ქმედების შემდეგ, ტანსაცმელი გამოიცვალა და შეეცადა და დაემალა, თუმცა, სამართალდამცველებმა ამაში ხელი შეუშალეს“.

პროკურორის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე დაცვის მხარეც დაეთანხმა.

„სხდომის დაწყებამდე ბრალდებულმაც გვითხრა თავისი პოზიცია, რომ პატიმრობაში დარჩენა სურს და ჩვენც ვეთანხმებით. ახლა მდგომარეობა მძიმეა, დაველოდოთ გამოძიებას და ვიმედოვნებთ ეს მუხლი გადაკვალიფიცირდება, როდესაც მეტ დეტალს გავიგებთ“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში მკვლელობა ექვს მარტს საღამოს მოხდა. 29 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული მისი ძმაა. სამართალდამცველებმა 19 წლის კაცი ცხელკვალზე დააკავეს, იგი დანაშაულს აღიარებს. საქმეზე ძიება, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.05.2019 რეგიონის მთავარ მეტყევეს ‘ბორჯომის გმირი 2019’ – ის სტატუსი მიენიჭა

21.05.2019 რატომ არ არის ახალციხეში ფეხბურთი პოპულარული [ფოტო/ვიდეო]

21.05.2019 გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს

21.05.2019 რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
ბაკურიანში 29 წლის კაცი მოკლეს – მკვლელობის ბრალდებით მისი ძმა დააკავეს
ადიგენში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე თანხმობა განაცხადა
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
ასპინძაში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
თაღლითობაში ბრალდებული თარჯიმანი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა
ნინოწმინდაში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს აღიარებს