FM97.5 / LIVE

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა

მთავარისიახლე, სამართალი 08.03.2019
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე „მესხეთი ავტოგზის“ ხელმძღვანელმა თამაზ პეტაშვილმა, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა

„მესხეთი ავტოგზის“ ხელმძღვანელი გადაწყვეტილებაში იმ ნაწილის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა: „გავასაჩვირე, რადგან ამით, ჩემი სიმართლის დამტკიცება მინდა".

შეგახსენებთ, რომ ცხრა თვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, ახალციხეში რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 26 დეკემბერს გამოიტანა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა „მესხეთი ავტოგზის“ ხელმძღვანელი თამაზ პეტაშვილი იმ მუხლში გაამართლა, რომლის მიხედვითაც გამოძიება მას სახელმწიფოს კუთვნილი ფინანსური სახსრების მითვისებაში ედავებოდა. ხოლო, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებაში სასამართლომ პეტაშვილი დამნაშავედ სცნო და 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე ბიზნესმენი ოთარ თათეშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 26 ოქტომბერს დააკავა. მას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს დიდი ოდენობით თანხის მითვისება–გაფლანგვა და სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში კიდევ ოთხი პირი მისცა. მათ შორის იყო თამაზ პეტაშვილიც. აღნიშნულ ქუჩებზე სამშენებლო სამუშაოებს შპს „არალის“ ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „მესხეთ ავტოგზა“ ასრულებდა. საქმის მასალების მიხედვით, ქუჩებზე ნაკლები მოცულობისა და სისქის ასფალტი დაიგო, ფორმა ორში კი, ანუ დოკუმენტში რომელიც შესრულებულ სამუშაობს ასახავს, გაზრდილი მოცულობები იქნა შეტანილი. პეტაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლით და 182 მუხლით ედებოდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილს განაჩენი გამოუტანეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილი უზენაეს სასამართლოში ჩივის
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეს სააპელაციოში პროკურატურაც ასაჩივრებს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე „მესხეთ ავტოგზის“ ორი მუშა დაკითხეს
სააპელაციომ რვა ქუჩის საქმეზე თამაზ პეტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე მთავარი მოწმე ოთარ თათეშვილი დაკითხეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე მუშები დაკითხეს